საფინანსო სერვისები / ბანკის მოლარე-ოპერატორი
ბუღალტერული აღრიცხვა
საოფისე საქმე / ოფისის მენეჯერი
ინფორმაციის ტექნოლოგია
ინფორმაციის ტექნოლოგიები (IT) არის კომპიუტერის პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის პროექტირების, შემუშავების, რეალიზაციის, ზოგადი უზრუნველყოფის და მართვის პროცესი.ინფორმაციული ტექნოლოგის პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელი არის პერსონალური კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიცირებული სპეციალისტი, რომელიც აუცილებელია ფლობდეს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს.
ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიული სტანდარტი შემუშავებულია CISCO-ს ქსელური აკადემიის IT Essentials სასწავლო კურსის საფუძველზე, რომელიც ამზადებს მსმენელებს ორი სტანდარტული სერტიფიცირებისათვის:
ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეეძლება დასაქმდეს სამთავრობო, არასამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებში ტექნიკოსის თანამდებობაზე; კომპიუტერულ სერვის ცენტრებში პრობლემების დისტანციური უზრუნველყოფის სპეციალისტად; შეეძლება მუშაობა მცირე და საშუალო ტიპის ორგანიზაციებში IT სპეციალისტის თანამდებობაზე, ხოლო პროფილურ ან დიდი მასშტაბის ორგანიზაციაში კომპიუტერული სისტემებისა და ქსელის ადმინისტრატორის თანაშემწედ.
საექთნო საქმე
საექთნო საქმეს ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში ერთ–ერთი საკვანძო და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მისი დანიშნულებაა ნებისმიერი ასაკის ინდივიდების, ოჯახების, მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების ან/და თემის ჯანმრთელობის დაცვა და დაავადებათა პრევენცია, ჯანმრთელობის აღდგენა–შენარჩუნებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის მეშვეობით. პრაქტიკოსი ექთანი გადამწყვეტ როლს ასრულებს ავადობა–სიკვდილობის მინიმიზაციაზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებასა და ეფექტურობის უზრუნველყოფაში.პრაქტიკოსი ექთნის საქმიანობა ასევე მოიცავს ავადმყოფთა, უნარშეზღუდულთა ანდა ტერმინალურ პაციენტთა მოვლას/მართვას.
საექთნო საქმის თეორიის, საბაზისო სამედიცინო და ქცევითი მეცნიერებების ცოდნისა და ძირითადი კლინიკური უნარების პრაქტიკაში გამოყენების მეშვეობით საექთნო საქმის ადექვატურად პასუხობს მოსახლეობის ჯანდაცვის მუდმივად ცვლად საჭიროებებს და ავლენს ახალ გამოწვევებზე რეაგირების უნარს. სიცოცხლის მანძილზე სწავლა და უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის მზადყოფნა – საექთნო საქმის ერთ–ერთი ძირითადი კომპეტენციაა.
საექთნო საქმის დასაქმების სფერო მოიცავს სხვადასხვა დონის დიაგნოსტიკურ, სამკურნალო, პროფილაქტიკურ და სარეაბილიტაციო დაწესებულებებს, ჰოსპისებს, ეთიკურ კომიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრულ სფეროებს.
ფარმაცია
მასაჟი
მასაჟისტის საქმიანობა მოიცავს: სამკურნალო მასაჟს; სპორტულ მასაჟს; ჰიგიენურ მასაჟს.მასაჟისტი არის სამედიცინო პერსონალი, რომელსაც შეუძლია მუშაობა – სხვადასხვა სახის ავადმყოფობის მქონე პაციენტთა სამედიცინო რეაბილიტაციის ყველა: ჰოსპიტალურ, კონვალესცენტურ და პოსტკონვალესცენტურ ფაზაში.
მასაჟისტი შეიძლება დასაქმდეს სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში: საავადმყოფოებში, პოლიკლინიკებში, დისპანსერებში, სანატორიუმებში, სპორტულ გუნდებში, ბალეტისა და ცეკვის ანსამბლებში, ჰიგიენური პროფილის სალონებში, სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრებში, სკოლებში, საბავშვო
ბაღებში, ბავშვთა და ინვალიდთა სახლებში, პანსიონებში. მასაჟისტს შეუძლია ექიმი-რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ ბინაზე მომსახურება.