აირჩიეთ სასურველი სპეციალობა:

მცირე ბიზნესის მწარმოებელი

ამ სპეციალობის არჩევის შემთხვევაში თქვენ შეისწავლით ყველა იმ პროცესებს, რომელიც იწყება მცირე საწარმოთა დაფუძნებიდან და მთავრდება მისი წარმატებული მენეჯმენტით. ფაქტია, რომ მცირე საწარმოთა წარუმატებლობის ძირითადი მიზეზი მომხმარებელთა გაზრდილი მოთხოვნების შეუმჩნევლობა ან/და მისი არასწორი მენეჯმენტია. სტუდენტი, რომელიც აირჩევს „მცირე ბიზნესის მწარმოებლის“ სპეციალობას, შეისწავლის ყველა იმ საგანს, გაივლის სასწავლო და საწარმოო პრაქტიკას ქალაქის მოწინავე საწარმოებში, რომელიც დაეხმარება მას გახდეს წარმატებული მეწარმე და ბიზნესმენი.

ბანკის მოლარე-ოპერატორი

 ბანკის მოლარე-ოპერატორის პროფესიული კვალიფიკაცია განეკუთვნება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების საბუღალტრო აღრიცხვის დარგობრივ სფეროს და მოიცავს ისეთი საკითხების ცოდნას, როგორებიცაა ბანკის, სხვა საფინანსო და კომერციული ორგანიზაციების სალაროს ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები, ფულისა და ფასეულობების აღრიცხვა, ფორმირება; ეროვნული და უცხოური ვალუტის ფულის ნიშნების გარჩევა, დათვლა, შეფასება, დახარისხება და შეფუთვა; ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ ნაღდ ფულთან დაკავშირებული მომსახურების წესები; ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობების მიღებისა და გაცემის წესები; ანგარიშსწორება საგადასხდო დავალებებით; ნაგარიშსწორება საინკასო დავალებებით; ანგარიშსწორება აკრედიტივით; ელექტრონული საბუთების ფორმირება; ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ფორმების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ნორმების შესაბამისად. მოლარეს შეუძლია დასაქმდეს ბანკებში, საფინასო ორგანიზაციებსა და სხვა დაწესებულებებში, სადაც ხორციელდება ფინანსური ოპერაციები ნაღდი და უნაღდო ანგარიშწორებით. ჩვენი სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გადიან ლიბერთი ბანკში.

 ბუღალტერული აღრიცხვა

თანამედროვე საბაზრო ურთიერთობებში ბუღალტრულ აღრიცხვას ერთ-ერთი უმთავრესი მნიშვნელობა აქვს, რადგან თანამედროვე სტანდარტებით აღრიცხვის გარეშე, საწარმოს/ფირმის მნიშვნელობა წარმოდგენილია. ბუღალტერია იძლევა იმის საშუალებას, რომ სიღრმისეული ანალიზი გაკეთდეს გასულ სამეურნეო პერიოდზე და შორეულ პერსპექტივაში მაქსიმალური სიზუსტით განისაზღვროს შემდგომი განვითარენა. ასე, რომ შეიძლება ითქვას – აღრიცხვა ეს არის ეკონომიკის განვითარების პროცესში მთავარი დასაყრდენი ბერკეტი. ეკონომიკის განვითარებას + აღრიცხვა. ჩვეთან სტუდენტები გადიან როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ (ორის) ბუღალტერიას.


ოფისის მენეჯერი 

ოფისის მენეჯერის პროფესიული კვალიფიკაცია განეკუთვნება მენეჯმენტის დარგობრივ სფეროს და ორიენტირებულია ადმინისტრაციული პროცედურების წარმოებაზე, შეხვედრების და ბიზნეს ლანჩების დაგეგმვა-ორგანიზებაზე, მოლაპარაკებების წარმართვის კულტურაზე, სხვადასხვა სახის დოკუმენტების მომზადებაზე და სხვა. ჩვენთან ისწავლით აღნიშნული საქმიანობების დაგეგმვისა და განხორციელების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს. ოფისის მენეჯერის დასაქმების სფეროა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები.

ინფორმაციული ტექნოლოგი

ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT) არის კომპიუტერის პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის პროექტირების, შემუშავების, რეალიზაციის, ზოგადი უზრუნველყოფის და მართვის პროცესი.ინფორმაციული ტექნოლოგის პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელი არის პერსონალური კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიცირებული სპეციალისტი, რომელიც აუცილებელია ფლობდეს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს.

ინფორმაციული ტექნოლოგის პროფესიული სტანდარტი შემუშავებულია CISCO-ს ქსელური აკადემიის IT Essentials სასწავლო კურსის საფუძველზე, რომელიც ამზადებს მსმენელებს ორი სტანდარტული სერტიფიცირებისათვის:

ინფორმაციული ტექნოლოგის პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეეძლება დასაქმდეს სამთავრობო, არასამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებში ტექნიკოსის თანამდებობაზე; კომპიუტერულ სერვის ცენტრებში პრობლემების დისტანციური უზრუნველყოფის სპეციალისტად; შეეძლება მუშაობა მცირე და საშუალო ტიპის ორგანიზაციებში IT სპეციალისტის თანამდებობაზე, ხოლო პროფილურ ან დიდი მასშტაბის ორგანიზაციაში კომპიუტერული სისტემებისა და ქსელის ადმინისტრატორის თანაშემწედ.

პრაქტიკოსი ექთანი

პრაქტიკოსი ექთანს ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში ერთ–ერთი საკვანძო და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მისი დანიშნულებაა ნებისმიერი ასაკის ინდივიდების, ოჯახების, მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების ან/და თემის ჯანმრთელობის დაცვა და დაავადებათა პრევენცია, ჯანმრთელობის აღდგენა–შენარჩუნებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის მეშვეობით. პრაქტიკოსი ექთანი გადამწყვეტ როლს ასრულებს ავადობა–სიკვდილობის მინიმიზაციაზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებასა და ეფექტურობის უზრუნველყოფაში.პრაქტიკოსი ექთნის საქმიანობა ასევე მოიცავს ავადმყოფთა, უნარშეზღუდულთა ანდა ტერმინალურ პაციენტთა მოვლას/მართვას.

საექთნო საქმის თეორიის, საბაზისო სამედიცინო და ქცევითი მეცნიერებების ცოდნისა და ძირითადი კლინიკური უნარების პრაქტიკაში გამოყენების მეშვეობით პრაქტიკოსი ექთანი ადექვატურად პასუხობს მოსახლეობის ჯანდაცვის მუდმივად ცვლად საჭიროებებს და ავლენს ახალ გამოწვევებზე რეაგირების უნარს. სიცოცხლის მანძილზე სწავლა და უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის მზადყოფნა – პრაქტიკოსი ექთნის ერთ–ერთი ძირითადი კომპეტენციაა.

პრაქტიკოსი ექთნის დასაქმების სფერო მოიცავს სხვადასხვა დონის დიაგნოსტიკურ, სამკურნალო, პროფილაქტიკურ და სარეაბილიტაციო დაწესებულებებს, ჰოსპისებს, ეთიკურ კომიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრულ სფეროებს.

ფარმაცევტის თანაშემწე

ჯანდაცვის სისტემის განვითარების თანამედროვე ტემპმა განაპირობა ფარმაცევტიული წარმოების სწრაფი განვითარება. ფარმაცევტული საქმიანობა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი დარგია. მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფის სფეროში, რომლის წარმატებულად ფუნქციონირებისათვის სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებია საჭირო. მათ შორისაა ფარმაცევტულ საწარმოებში, ლაბორატორიებში, აფთიაქებში და ფარმაცევტულ ბაზებში მომუშავე სათანადო ცოდნისა და კომპეტენციების მქონე ფარმაცევტის თანაშემწის პროფესიული კადრები. ფარმაცევტის თანაშემწის დასაქმების ადგილებია – აფთიაქები, სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებები, ფარმაცევტული ბაზები, ფარმაცევტული პროდუქციის საწარმოები, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიები, სტომატოლოგიური და სამედიცინო ტექნიკის მეღაზიები.


მასაჟი

მასაჟისტის საქმიანობა მოიცავს: სამკურნალო მასაჟს; სპორტულ მასაჟს; ჰიგიენურ მასაჟს.მასაჟისტი არის სამედიცინო პერსონალი, რომელსაც შეუძლია მუშაობა – სხვადასხვა სახის ავადმყოფობის მქონე პაციენტთა სამედიცინო რეაბილიტაციის ყველა: ჰოსპიტალურ, კონვალესცენტურ და პოსტკონვალესცენტურ ფაზაში.

მასაჟისტი შეიძლება დასაქმდეს სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში: საავადმყოფოებში, პოლიკლინიკებში, დისპანსერებში, სანატორიუმებში, სპორტულ გუნდებში, ბალეტისა და ცეკვის ანსამბლებში, ჰიგიენური პროფილის სალონებში, სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრებში, სკოლებში, საბავშვო

ბაღებში, ბავშვთა და ინვალიდთა სახლებში, პანსიონებში. მასაჟისტს შეუძლია ექიმი-რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ ბინაზე მომსახურება.