საუკეთესო არჩევანი თქვენთვის და თქვენი შვილებისათვის

  • საქართველოში ჩატარდა კოლეჯების ბრენდირება
    კოლეჯ "კავკასიონს" მიენიჭა 4 ვარსკლავი

სტუდენტების შეფასება

ვალერი პალოზიანი - თუ გინდა სწავლა და პროფესიის მიღება, არა მარტო დიპლომი და სასწავლებლის იმიჯით "მარიაჟობა", ისწავლე კონკრეტულ სპეციალობაზე, მოინდომე და მიჰყევი ლექტორების გუნდს , რომელიც მზადაა გასწავლოს და იაროს შენთან ერთად მომავლისკენ.

ანა ცაბაძე (ექთნის თანაშემწე) - კოლეჯი "კავკასიონი" არის დისციპლინირებული სასწავლებელი, რომელშიც არიან კვალიფიციური ლექტორები და არის სწავლის მაღალი დონე.

ნინი გაბელაია
(ფარმაცეფტის თანაშემწე) - კოლეჯი "კავკასიონი" შემიძლია ერთი სიტყვით დავახასიათო. მომწონს სასწავლო წლის ყველა დეტალი. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ლექტორები, სასწავლო ნაწილი და დირექტორი , რომლებიც გვიგებენ და გვეხმარებიან ყველანაირ საკითხში.

ანი დარსალია (ფარმაცევტის თანაშემწე) - ეს კოლეჯი არის ძალიან მაგარი, მომავალში ვფიქრობ კოლეჯ "კავკასიონში" სხვა პროფესიასაც დავეუფლო.

ანი ბარამია (ექთნის თანაშემწე) - კოლეჯ "კავკასიონში" მომწონს ლექტორების დამოკიდებულება ჩვენ მიმართ, და ის რომ ასე ზრუნავს ჩვენზე სასწავლო ნაწილი.

გვანცა ლეგაშვილი (ფარმაცევტი) - კოლეჯი "კავკასიონით" კმაყოფილი ვარ, რადგან გვეძლევა შანსი სწავლის, ცოდნის ამაღლების და ამასთან ერთად გვყავს კვალიფიციური ლექტორები, რომლებიც ძალას არ იშურებენ ჩვენთვის.

თეონა კიკვაძე (მოლარე-ოპერატორი) - კჩემი პირველი შთაბეჭდილება კოლეჯზე იყო უმაღლესი ხარისხის სწავლება. კომპოფრტული გარემო დისციპლინა და საყვარლი ლექტორები. "კავკასიონი" ეს ის კოლეჯია სადაც მიიღებთ იმ პირობებს რომელიც განათლების მისაღებადაა საჭირო. ჩემი იმედები და მოლოდინები გამართლდა.

სალომე ჯალამბაძე (პრაქტიკოსი ექთანი) - კოლეჯში არსებული ბევრი მინუსების მიუხედავად, მაინც კარგი შთაბეჭდილება მრჩება აქაურ გარემოზე. ვფიქრობ,რომ არსებული პრობლემები არის მოგვარებადი და ვიმედოვნებ რომ მალე მოგვარდება. რაც შეეხება განათლებას, კმაყოფილი ვარ ლექტორებით და მათგან მიღებული ცოდნით. კოლეჯში გავიცანი ბევრი კარგი ადამანი, ზოგიერთი მათგანი კი ჩემი საუკეთესო მეგობარიც გახდა. მთლიანობაში ყველაფრით კმაყოფილი ვარ.

ანა ტაკიძე (მოლარე-ოპერატორი) - საზოგადოებრივ კოლეჯ "კავკასიონში" ჩემი მოხვედრა სპონტანურად მოხდა, ინტერნეტში ვეძებდი ჩემთვის მისაღები პირობების მქონე კოლეჯს, შემთხვევით წავიკითხე "კავკასიონის" შესახებ, მომეწონა პირობები და გადავწყვიტე მისვლა. უკვე ერთი წელი გავიდა რაც ვსწავლობ აქ და მინდა ვთქვა რომ ჩემი იმედები ბოლომდე გამართლდა. კარგი სწავლა, შესანიშნავი ლექტორები, ძალიან საყვარელი და თბილი ადმინისტრაციის წევრები და ჩემი მეგობრები რომლებიც ჩემთვის დიდი შენაძენია. მე უკვე ვამთავრებ და თავისუფლად შემიძლია დავკავდე ჩემი პროფესიით. ეს კი კოლეჯი "კავკასიონის " დამსახურებაა.

დარეჯან დალაბანდიშვილი (ბიზნეს ადმინისტრირება) - თუ გინდა იყო განათლებული, პერსპექტიული, თავდაჯერებული და მიზანდასახული მობრძანდით კოლეჯ "კავკასიონში". ეს არის საუკეთესო არჩევანი ყველასთვის. საუკეთესო პედაგოგები საუკეთესო განათლების გარანტიაა. "კავკასიონი" საუკეთესო კოლეჯია კოლეჯებს შორის.

ნათია გულბანი (ბიზნეს ადმინისტრირება) - ჩემთვის კოლეჯი "კავკასიონი" ეს არის საუკეთესო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. აქ მიიღებ ხარისხიან განათლებას უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებისგან. დაეუფლები შენთვის სასურველ პროფესიას, რაც შემდგომში დაგეხმარება უკეთესი მომავლის შექმნაში.ლ

კოლეჯმა ავტორიზაცია გაიარა 2012 წელს და მოიპოვა თერთმეტი პროფესიული პროგრამის განხორციელების უფლება. კოლეჯში ამჟამად სხვადასხვა სპეციალობაზე 400-მდე სტუდენტის განათლებას ემსახურება 90-მდე პედაგოგი, მათ შორის 50% სხვადასხვა სპეციალობის მეცნიერებათა დოქტორია, ასევე მაღალკვალიფიციური პრაქტიკოსი პედაგოგები. კოლეჯში სასწავლო პროცესის დაგეგმვა/მიმდინარეობა, მოწვეული პედაგოგების კვალიფიკაცია, კოლეჯის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მატერიალურ ტექნიკური ბაზა და სხვადასხვა დარგის პრაქტიკის ობიექტებთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმებიუზრუნველყოფს ჩვენი სტუდენტებისთვის მაღალი პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობებს.