ხშირად დასმული კითხვები

1.სად მდებარეობს კოლეჯი „კავკასიონი“?

  • ქ. თბილისი, დავით ბაქრაძის ქ.№6, II და III  სართული (ა. წერეთლის გამზირი, კოკაკოლას ქარხნის წინ) ტელ:  0322433133, 599463002.
  • ქ. ქუთაისი, ოცხელის ქ.№2, (კლინიკური საავადმყოფოს წინ) ტელ: 0431224131, 599005314

2. კოლეჯი არის ავტორიზებული?

კოლეჯი „კავკასიონი“ არის ავტორიზებული და გასცემს სახელმწიფო დიპლომს

3. რეგისტრაციისთვის რა საბუთებია საჭირო?

რეგისტრაცისას აპლიკანტი წარმოადგენს შემ­დე­გ სა­ბუ­თე­ბს:
1. 9 ან 12 კლასის გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი – ატესტატი;
2. პირადობის მოწმობა, ან პასპორტი:
3. ფო­ტო­სუ­რა­თი 3X4 – ზე – 2 ცალი.
4. დაბადების მოწმობა, ან ნოტარიალურად დამოწმებული მეურვეობის დოკუმენტი (მხოლოდ არასრულწლოვანის 18 წლამდე შემთხვევაში).

3.1 რეგისტრაცია როდის იწყება?

  1. თქვენს შესახებ ინფორმაცის შეგიძლაით დატოვოთ კოლეჯის ვებ გვერდზე, რადგან ჩვენ გვქონდეს თქვენთან კომუნიკაციის შესაძლებლობა. იხილეთ ვებ-გვერდზე
  2. განათლების სამინისტროს პორტალზე რეგისტრაცია განხორციელდება  მიმდინარე წლის 5 ივლისიდან20 აგვისტომდე.(ინფორმაცია დაზუსტდება)

3.2 რეგისტრაცია როდის მთავრდება?

რეგისტრაცია  ყველა სპეციალობებზე  დამთავრდება  მიმდინარე წლის 20 აგვისტოს. (ინფორმაცია დაზუსტდება)

3.3 სწავლა როდის იწყება?

სწავლა იწყება მიმდინარე წლის  25 ოქტომბერს. (ინფორმაცია დაზუსტდება)

4. სპეციალობებზე რამდენია სწავლის წლიური გადასახადი?

დარეკეთ:

1.ქ. თბილისი-0322433133, 599463002.
2.ქ. ქუთაისი – 0431224131, 599005314
იხილეთ ვებ-გვერდზე

5. სწავლის გადასახადის შემოტანა როგორ ხდება?

ფასიან პროგრამებზე სტუდენტები სწავლის გადასახადიდან 700 ლარს იხდიან თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებისას, დანარჩენი თანხა გადანაწილდება 10 თვეზე, სექტემბერი-ივლისის ჩათვლით, წლიური სწავლის გადასახადის დაფარვამდე.

6.კოლეჯის სწავლის გადასახადი რომელ საბანკო ანგარიშზე გადავიხადოთ?

საბანკო ანგარიში:საზოგადოებრივი კოლეჯი „კავკასიონი“
ს.ს. ვითიბი ბანკი ჯორჯია ანგარიში № GE53VT0500002002183608

7. თქვენთან  მიღება  გამოცდებით/ტესტირებით ხდება?

კოლეჯში  მე-5 დონის სპეციალობებზე მიღება   განხორციელდება ერთიანი პროფესიული ტესტირების ჩაბარების შემდეგ, ტესტების ნიმუში იხილეთ ვებ-გვერდზე.

კოლეჯში  მე-3 და მე-4 დონის სპეციალობებზე მიღება   განხორციელდება კოლეჯში შიგა შერჩევით  ტესტების ნიმუში იხილეთ ვებ-გვერდზე.

8. გაქვთ დაფინანსებული პროგრამები?

სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებით სწავლა შესაძლებელია სპეციალობებზე -საექთნო საქმე, ფარმაცია, სკოლამდელი აღზრდა და ინფორმაციის ტექნოლოგია.

სპეციალობებზე  საექთნო საქმე, ფარმაცია, სკოლამდელი აღზრდა  – მიღება განხორციელდება ერთიანი პროფესიული ტესტირების ჩაბარების შემდეგ, ტესტების ნიმუში იხილეთ ვებ-გვერდზე.

სპეციალობაზე ინფორმაციის ტექნოლოგია შერჩევა განხორციელდება კოლეჯში  ტესტების ნიმუში იხილეთ ვებ-გვერდზე.

9.თქვენთან მიღება რომელი კლასიდან ხდება?

კოლეჯში სპეციალობების მიხედვით მიღება ხდება 9 და 12 კლასის ბაზაზე, დაწვრილებით იხილეთ ვებ-გვერდზე.

10.რას შეისწავლის თქვენი სპეციალობები?

ყველა სპეციალობა დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე

11.სტუდენტები პრაქტიკებს თუ გადიან?

სპეციალობის მიხედვით სტუდენტები უზრუნველყოფილი არიან სასწავლო/საწარმოო პრაქტიკებით, კოლეჯს თანამშრომლობის ხელშეკრულება დადებული აქვთ შემდეგ ორგანიზაციებთან

12. კოლეჯში სასწავლო პროცესის გარდა თუ ხორციელდება სხვადასახვა კულტურული დ სპორტული ღონისძიებები?

კოლეჯში დიდი დრო  ეთმობა სხვადასახვა კულტურულ და სპორტულ  ღონისძიებებს  

13.თუ კეთდება შეღავათები სწავლის გადასახადში?

სწავლის გადასახადში შეღავათები კეთდება სტუდენტებზე: წარჩინებულებზე, მრავალშვილიანი ოჯახის წევრებზე, ერთი ოჯახის წევრებზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული ოჯახის წევრებზე, სხვადასახვა აქტივობისთვის და სხვა.

14.სასწავლო პროცესი როგორ მიმდინარეობს?

კოლეჯში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სწავლების თანამედრივე მეთოდების გამოყენებით და სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობით

15.კოლეჯში  რა კვალიფიკაციის პედაგოგები გყავთ?

კოლეჯში სპეციალობების მიხედვით მოწვეულია მაღალი კვალიფიკაციისა და პრაქტიკული გამოცდილების პედაგოგები.

16.გაიცემა დიპლომი, თუ სერთიფიკატი?

კოლეჯში სადიპლომო სპეციალობების დამთავრების შემდეგ გაიცემა სახელმწიფო დიპლომი.

კოლეჯის  სასერთიფიკატო პროგრამების დამთავრების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.