ნარკომანია სენია, ნარკომანია – კლავს!

არავინ იცის, პირველად ვინ მოიხმარა ნარკოტიკი, თუმცა ამ მოქმედებამ კაცობრიობა დიდი პრობლემის წინაშე დააყენა. ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ პრობლემებისა და სატკივარისგან თავის დაღწევას, ამისათვის კი მუდმივად იყვნენ ისეთი ნივთიერებებისა და მცენარეების ძიებაში, რაც მათ ზედმეტი საფიქრალისგან გაათავისუფლებდა. მთელს მსოფლიოში გავრცელდა სენი, რომელიც მანამდე დედამიწის ცალკეულ რეგიონების პრობლემად ითვლებოდა. ამ სენს ნარკომანია ჰქვია, რა არის ნარკომანია: სენი რომელიც დამოკიდებულება, უარყოფითი თვისებებისადმი არის ნარკოტიკებისაკენ მიდრეკილება საგანგაშო თვისებაა, რომელსაც ის დაღუპვამდე მიჰყავს. კაცობრიობა მივიდა იმ აზრამდე, რომ ნარკომანია ავადმყოფობაა.

საზოგადოების დამოკიდებულება ნარკომანის მიმართ არაერთგვაროვანია. ადამიანები აგრესიულად გადმოსცემენ თავიანთ მიდგომას ან საერთოდ გაურბიან ამ პრობლემაზე საუბარს. უმეტეს წილად, არავის სურს ნარკომანთან ურთიერთობა, მასთან საქმიანი ურთერთობის დაჭერა. სრულიად ბუნებრივია მშობლის მოქმედებაც, რომელიც შვილს ნარკომანთან მეგობრობას უკრძალავს იმის შიშით, რომ იგი მასზე ცუდ გავლენას მოახდენს. საზოგადოების დიდ ნაწილს არ ესმის, რომ ნარკომანია არა არის ერთი კონკრეტული პირის პრობლემა. ეს საერთო სატკივარია. ერთობლივად უნდა შეიქმნას კეთილსასურველი გარემო ამ პრობლემის გადასაჭრელად. მხოლოდ ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების შემდეგ არის შესაძლებელი ნარკომანის რეაბილიტაციაზე საუბარი.

მიუხედავად მრავალგერადი გაფრთხილებისა მას-მედიის საშუალებებით, ახალგაზრდები მაინც მიილტვიან ნარკოტიკებისკენ. ჩვენს საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მახინჯი ძველბიჭური აზროვნება, ,,აკრძალული ხილის” ერთხელ გასინჯვის სურვილი თუ სხვა მიზეზები? მიზეზი ინდივიდუალურია და ხშირად ბანალურიც. ნარკომანთა უმეტესობას არც ახსოვს, რატომ გასინჯა პირველად ნარკოტიკი. მიუხედავად ამისა, შეიძლება რამდენიმე მიზეზის დასახელება: ქუჩურ-ქურდული მენტალიტეტი, პრობლემებისაგან თავის დაღწევის სურვილი, საგანმანათლებლო დაწესებულებებში არასაკმარისი ინფორმაციის არსებობა ნარკომანიაზე, მის შემდგომ გართულებებზე და ა.შ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც მკაცრი სანქციების დაწესებით ცდილობს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, თუმცა მხოლოდ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებით ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. სახელმწიფოს თანაბრად ევალება ებრძოლოს ნარკოტიკულ დანაშაულს და ნარკომანიას, როგორც დაავადებას. მე ვარ ანა სოქთოღლი საზოგადოებრივი კოლეჯი “კავკასიონის” I კურსის სტუდენტი. ნარკომანია თემად იმიტომ ავირჩიე რომ დღეს არ არსებობს ქვეყანა რომელსაც არ ყავს ნარკომანი.იგი ამ ბოლო დროს საქართველოს პრობლემაც გახდა ქვეყანაში გამუდმებით იზრდება ნარკომანთა რიცხვი.ნარკომანია არის მძიმე დაავადება რომელსაც მკურნალობა ესაჭიროება.ამ ბლოგზე მინდა ვაჩვენო თუ რატომ ეტანებიან ნარკოტიკს და რა ზიანის მოტანა შეუძლია მას.ნარკომანი სართხეს უქმნის არა მხოლოდ საკუთარ თავს არამედ იგი საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვისაც,რადგან ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პიროვნება კარგავს საკუთარ თავზე კონტროლს და წყდება რეალობას.ნარკომანები არიან არა დამნაშავეები, არამედ ავადმყოფები, რომლებსაც მკურნალობა სჭირდებათ.ჩვენი მიზანია შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ მათ.

ავტორი: ანა სოქთოღლი