დედობა მეტი ძალა და თავისუფლებაა

მარტი ქალების თვეა. პრინციპში, მე თუ მკითხავთ, ყოველი თვე ქალებისაა. აბა, ვინ შეიძლება მათ წინ დაუდგეს, როცა ისინი ასეთი მობილიზებულები, ასეთი მგრძნობიარენი და ასეთი საზრიანები არიან?!

3 მარტი დედის დღეა!

     დედის დღისაღნიშვნის სამშობლოდ ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევა, სადაც ამ დღის აღნიშვნა დაკავშირებულია მოქალაქე ანა ჯავისის სახელთან. იგი გახლავთ ამ დღის ერთერთი ფუძემდებლი. იგი 3 წლის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს ჩინოვნიკებთან დედის დღის აღნიშვნის აუცილებლობასთან დაკავშირებით. 1910 წელსდედის დღეპირველად აღინიშნა ვირჯინიის შტატში, თუმცა ოფიციალურ დღესასწაულად 1914 წელს გამოცხადდა.

დედის დღესაქართველოში 1991 წლიდან დაწესდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, ინიციატივით და მას მერე იგი ოფიციალური დასვენების დღეა. თუმცა დედის მიმართ პატივისცემის ტრადიცია საქართველოში ოდითგან გვაქვს. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეს დღე სიმბოლურად 3 მარტს, გამოზამთრების შემდგომ, სიცოცხლის განახლების პერიოდში, აღინიშნება.

 

დედობა ნიშნავს უსასრულო სიყვარულს, ზრუნვას, თავგანწირვას, სამყაროს ცქერას შვილების თვალებით, გამუდმებულ საფიქრალს და შეუდარებელ ბედნიერებას.

თუ დედა ხარ, იცი, რა არის ყველაზე დიდი ბედნიერება, ცხოვრების აზრი. როცა შენი ცხოვრების თითოეული წუთი თუ წამი, გინდა, რომ მასთან გაატარო. ყველა სიამეზე ეგიძლია თქვა უარი, რადგან, ვილთან ერთად ყოფნის სურვილი, ყველაფერს აღემატებაყველა ქალი უნდა იყოს დედა.

ჩემთვის დედობას თან ახლავს უდიდესი სიამოვნება და სიხარული, რომელიც აქამდე არასდროს განმიცდია, თუმცა, იგივე შეიძლება ითქვას ტკივილსა და განსაცდელზე. როდესაც შენს შვილს სტკივა, შენ უფრო მეტად იტანჯები, მაგრამ როდესაც ბედნიერია, შენ, თითქმის, ტირილმდე მიდიხარ სიხარულისგან. დედობა აორმაგებს ჩვენს ემოციებს და შლის საზღვარს შეუძლებელსა და შესაძლებელს შორის.იყო დედა ნიშნავს იყო გმირი გმირთა შორის. დარწმუნებული ვარ ყველა დედა პირდაპირ სამოთხეშ ხვდება.

განუსაზღვრლია დედის როლი ოჯახის კეთილდღეობისა და შვილის აღზრდის საქმეში. იყო დედა – დიდი პასუხისმგებლობაა უფლისა და ერის წინაშე. დედა ხიდია , ნუგეშია თავისი შვილის ბედნიერი მომავლისათვის. დედის ლოცვას საიდუმლო ძალა აქვს უფლისაგან ბოძებული.დედის დღე გაზაფხულის დასაწყისია – ერთიც და მეორეც კი სიცოცხლის საწყისი.

არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქალის წარმატებულ კარიერას მისი ოჯახი და პირადი ცხოვრება ეწირება.   თუმცა ეს ნამდვილად მითია, რადგან ქალისთვის პრიორიტეტი ყოველთვის საკუთარი ოჯახია და შემდეგ საქმე, რომელსაც ის აკეთებს. როცა ქალი პოულობს საკუთარ მოწოდებას და იმ საქმეს, რომელიც უყვარს, სამსახურისა და პირადი ცხოვრების შეთავსებაში რთული არაფერია.

მიუხედავად ჩვენი გარეგნული სინაზისა, გაცილებით მეტის „აწევა“ შეგვიძლია.

ასე რომ, ჩვენი მისამართით ნათქვამი ფრაზა – „სუსტი სქესის წარმომადგენელი“ – რბილად რომ ვთქვათ, ცოტათი არასწორია. თუმცა ყველაფერს დრო სჭირდება და იმედი მაქვს, ეს ფრაზა, მალე საერთოდ გაქრება. თანაც ისე, რომ აღარც გვემახსოვრება, ასეთი ფრაზა საერთოდ თუ არსებობდა.

შპს საზოგადობრივი კოლეჯი „კავკასიონის“ სტუდენტი

თამარ ბერიშვილი

თბილისი 2021 წლის 3 მარტი.