დედის დღე

გამარჯობა. მე ვარ თამარ ბანდური,   27 წლის.  1 შვილის დედამ (მეორეს მოლოდინში) გადავწყვიტე მესწავლა საზოგადოებრივ კოლეჯში “კავკასიონში” ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის პროგრამაზე .მეორე წელია ვეუფლები ამ პროფესიას. დავიწყებ იმით რომ, ვიცოდი ადვილი არ იქნებოდა , რადგან ისეთ სათუთ და მგრძნობიარე არსებებთან მექნებოდა შეხება ,როგორებიც არიან ბავშვები. პირველ რიგში ჩემი შვილების სიყვარულით მიყვარს ყველა ბავშვი, ეს ისეთი პროფესიაა, რომ  ბავშვებიც ძალიან უნდა გიყვარდეს და შენი საქმეც, ეს ცალსახაა ! სწავლის პირველი დღიდანვე დაიწყო ჩემი შეხედულებების ფორმირება,_ მე ისეთი საპასუხისმგებლო პროფესია ავირჩიე ,რომელიც მანამდე დიდად გააზრებული არ მქონდა.  როგორც ყველა მშობელი, მეც ერთ-ერთი რიგითი დედა ვიყავი ,რომელსაც ბაღი ეგონა მხოლოდ ის ადგილი, სადაც ბავშვები ერთობიან(ეს ისე უხეშად რომ ვთქვა) . ჩემი მასწავლებლების დაუღალავი შრომით, საინტერესოდ ჩატარებული მეცადინეობებით , იმდენი რამ ვისწავლე, რომ ვამაყობ ჩემი თავითაც და ჩემი მასწავლებლებითაც. სასწვლებლის პერსონალი ყველანაირად ხელს მიწყობს კარგი მეოჯახეც ვიყო და შვილებს ყურადღება არ მოვაკლო. ჩვენი კოლეჯი ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სწავლების უახლესი მეთოდებით, საფუძვლიანად შეგვასწავლოს  ჩვენს მიერ არჩეული პროგრამა. მასწავლებლები მუდამ მზად არიან თუ კი რამე ჩვენთვის გაუგებარია ,აგვიხსნან მრავალჯერ.  მეორე შვილის აღზრდაში ძალიან მეხმარება აქ მიღებული ცოდნა, მიდგომები, დაკვირვება და ა.შ. ამან  მეტი თავდაჯერებულობა შემმატა, როგორც დედობრივ ,ასევე ჩემს პროფესიულ განვითარებაში. ვთვლი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე როგორც სასწავლებლის მხრივ, ასევე პროფესიის კუთხითაც.  ვერ წარმოვიდგენდი ასეთი ძლიერი მასწავლებლები თუ მეყოლებოდა! ბედნიერი ვარ რომ ვარ კარგი დედა, კარგი მეოჯახე და კარგი სტუდენტი. მადლობა თქვენ!