3 მარტი

მოგესალმებით! თეა ქემერტელიძე საზოგადოებრივ კოლეჯ “კავკასიონის” ბაგა-ბაღის აღმზრდელ პედაგოგის პროგრამის სტუდენტი. 24 წელია დაოჯახებული ვარ, მყავს 4 შვილი. ორი სტუდენტი ვაჟი და ორი პატარა გოგონა, სტუდენტობა გავიარე სტანდარტულად,როგორც ხდება ხოლმე _სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამი კურსის გავლის შემდეგ გავიცანი მომავალი მეუღლე, სხვადასხვა ფაქტორების გამო ვერ მოვახერხე სწავლის დასრულება სამწუხაროდ, ჩვენი მეოთხე შვილი ნაადრევად მოევლინა ქვეყანას და დაუტოვა კვალი თანმხლები გართულებებით, მე კი ვიქეცი ყოვლისშემძლე დედად, ქალად და სტუდენტად. ჩემი პატარა თამარი გახდა ჩემი მომავალი ცხოვრების მთავარი მამოტივირებელი ძალა, ჩემი პატარას განსავითარებლად, დავიწყე საკუთარი თავის განვითარება, მოდულები, რომლებსაც კოლეჯში გავდივართ ყველა ქალმა უნდა იცოდეს,რადგან თუკი დედობას გადაწყვეტს, მას ეცოდინება,როგორ აღზარდოს ბედნიერი, ჯანმრთელი და დამოუკიდებელი ადამიანი. დროის განაწილების რაც შეეხება ,მოგახსენებთ საკუთარი გამოცდილებიდან, რომ თუ მიზანი გაქვს შეუძლებელი არაფერია! რაც მეტი საქმე გაქვს ,მით უფრო ასწრებ ყველაფერს. მეორე წელია ამ სასწავლებლში ვსწავლობ . პანდემიამდე ვმუშაობდი, შემდეგაც გავაგრძელე და თან ვესწრებოდი მეცადინეობებს ონლაინ, ამ ყველაფერს ვუთავსებდი ოჯახის საქმეებსაც, ვისწავლე თითოეული წუთის ფასი. დღეს ჩემი შვილებისთვის გარდა მზრუნველი დედისა, გავხდი პედაგოგი,რომელიც მათთან ერთად სწავლობს, ვაწყობთ პრეზენტაციებს სხვადასხვა პროგრამებში, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მორიგეობით ვკითხულობთ მხატვრულ ლიტერატურას, პატარასთან მიმართებაში მოვირგე ფიზიოთერაპევტის, მეტყველების თერაპევტის, ფსიქოლოგის და აღმზრდელ-პედაგოგის როლი, ვფიქრობ ეს არ არის ის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შემიძლია, სურვილი მაქვს ჩემი მომავალი პროფესია მრავალმხრივ განვავითარო, ვესწრები სხვადასხვა სემინარებს თუ ვებინარებს, ბავშვის ადრეული განვითარების თემებზე, დარწმუნებული ვარ არაერთი საინტერესო თავგადასავალი წინ მელოდება, მაქვს დიდი მიზანი, რომელსაც აუცილებლად მივაღწევ. მადლობა ყურადღებისთვის!