საზოგადოებრივ კოლეჯ „კავკასიონში“ მიღების პირობები.
კოლეჯში მიმდინარეობს მიღება ფასიან და უფასო, სახელმწიფო დაფინანსებით პროფესიულ პროგრამებზე.
ფასიან პროფესიულ პროგრამებზე მიღების პირობები და ეტაპები.
- კოლეჯში ფასიან პროგრამებზე ჩარიცხვა ხდება გამოცდების გარეშე.
- აბიტურიენტი უნდა დარეგისტრირდეს კოლეჯის ვებ გვერდზე – ონლაინ.
- აბიტურიენტებს დაუკავშირდებიან კოლეჯიდან და გაესაუბრებიან.
- კოლეჯში მოსვლისას, აბიტურიენტმა რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: პირადობა, ატესტატი, სურათი 3×4 2 ცალი, 700 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (სწავლის გადასახადიდან).
- აბიტურიენტი რეგისტრაციისთვის შეავსებს განაცხადს და კოლეჯის დირექტორთან გააფორმებს თანამშრომლობის ხელშეკრულებას.
- აბიტურიენტი რეგისტრაციისას წარმოადგენენ სწავლის გადასახადიდან 700 ლარის გადახდის დამადასტურებელ საბუთს, ხოლო დანარჩენი გადანაწილდება მთელი სასწავლო წლის მანძილზე მაისის ჩათვლით.
- აბიტურიენტების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 ოქტომბერი.
- სწავლა დაიწყება 12 ოქტომბრიდან.
უფასო, სახელმწიფო დაფინანსებით პროფესიულ პროგრამებზე
მიღების პირობები და ეტაპები.
- აბიტურიენტს სახელმწიფო დაფინანსებით სწავლების უფლების მოპოვება შეუძლია პროფესიული ტესტირების ჩაბარების შემთხვევაში.
- აბიტურიენტი უნდა დარეგისტრირდეს კოლეჯის ვებ გვერდზე – ონლაინ.
- აბიტურიენტებს დაუკავშირდებიან კოლეჯიდან და გაესაუბრებიან.
- კოლეჯში მოსვლისას აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: პირადობა, ატესტატი, სურათი 3×4 2 ცალი.
- კოლეჯში მოსვლისას აბიტურიენტი გაეცნობა განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების პორტალზე რეგისტრაციის პირობებს.
- აბიტურიენტი აბარებს პროფესიულ ტესტირებას.
- აბიტურიენტების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 1 აგვისტო.
- პროფესიული ტესტირება ჩატარდება სექტემბრის თვეში.
- სწავლა დაიწყება 12 ოქტომბრიდან.