3 მარტი – დედის დღე

დედა

ამაყი ვარ, რომ ქვეყნად შენ მყავხარ,

სახელად მხოლოდ გიწოდებ დედას,

შენი ფერება სულ თან დამყვება

და რა ტკბილი ხარ მშობელო „დედა“.

 

ცხრა თვე მატარე მუცლით ნეტარო,

და გაგაწვალე „დედა“,

შენი ამაგი უდიდესია,

ვერ გადაგიხდი „დედა“.

 

როცა მიჭირს, ხომ მაშინვე ვამბობ:

-მიშველე ჩემო „დედა“,

ნეტავი ახლა ჩემს გვერდით იყო

მოგეხვეოდი „დედა“.

 

გულში მაშინვე შენ ჩამიკრავდი

და გამათბობდი „დედა“,

სიყვარულით ხომ მუდამ მეძახი:

-სადა ხარ შვილო, „დედა“?

 

დილით და ღამით სულ მიყურებდი,

შუბლს მიკოცნიდი „დედა“,

ასე გაგრძელდეს ეს საუკუნე,

ტკბილად, რომ ვიყოთ „დედა“.

 

შენი მკაცრი ხმაც ისევე მათბობს,

როგორც ყოველთვის „დედა“,

წლებიც, რომ გავა სულ მეყვარები,

ჩემო უტკბესო „დედა“.

 

მე შენს ჭაღარას მოვეფერები,

სახეს დაგიკოცნი „დედა“,

ჩაგეხუტები მუდამ მაგ გულში,

მიყვარხარ ჩემო „დედა“…

 

01.08.2013წ.  თეონა ტკვაცირია

 

3 მარტი – „დედის დღე“

 

საქართველოში 3 მარტს დედის დღე აღინიშნება მინდა მოვიშველიო რამდენიმე ციტატა, რომელიც დედას უკავშირდება და საოცარ შინაარს გვაწვდის თითოეულ ჩვენგანს!

  1. სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის… – გოდერძი ჩოხელი
  2. “ლოცულობს დედა და ლოცვის სითბო ცხრა მთის გადაღმა შვილის გზაზე იებად ამოდის..” -ვაჟა ხორნაული
  3. დედა მარტო დედა არაა! ყველაფერია რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც სიცოცხლე ჰქვია, რასაც სული უდგას და მზე უცქერის. – ოტია იოსელიანი
  4. “ყოველთვის ვიცოდი, რომ თუ მთელი სამყარო ზურგს შემაქცევდა, დედა მაინც, მუდამ ჩემს გვერდით იქნებოდა!”-ოტია იოსელიანი
  5. თუ დედა არგენატრებადა არც არაფრის გეშინია, სიცოცხლეს ფასი არ ჰქონია შენთვის. დედის მონატრებაა ადამიანობა… – ოთარ ჭილაძე

 

  1. გწამდეს, დედის ლოცვას საიდუმლო ძალა აქვს. – ლეო ქიაჩელი
  2. დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო. . . – გიორგი ლეონიძე
  3. “ერთადერთი სიყვარულის, რომლის არსებობისაც მჯერა, ესაა დედის სიყვარული შვილისადმი” – კარლ ლაგერფილდი
  4. “დედობა დიდი ცოდნაა, უფრო ზუსტად, სიბრძნეა, ოღონდ, დედობაში მარტო ბავშვის გაჩენა არ იგულისხმება.
    ბავშვის გაჩენის უნარი და დედობის უნარი სხვადასხვა ცნებებია.” – ოთარ ჭილაძე