საუკეთესო არჩევანი თქვენთვის და თქვენი შვილებისათვის
ლოგო პატარა ზომის

კოლეჯი „კავკასიონი“ დაფუძნდა 2012 წელს. კოლეჯმა ბოლო ავტორიზაცია გაიარა 2023 წელს. კოლეჯში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ორ მისამართზე ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში. კოლეჯში ამჟამად ექვს სადიპლომო და ხუთ მომზადება/გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამაზე 900-მდე სტუდენტის განათლებას ემსახურება 100-მდე პროფესიული მასწავლებელი. კოლეჯში ექვსივე პროგრამაზე სწავლა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. კოლეჯში სასწავლო პროცესის დაგეგმვა/მიმდინარეობა, მოწვეული მასწავლებელების კვალიფიკაცია, კოლეჯის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სხვადასხვა დარგის პრაქტიკის ობიექტებთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმები უზრუნველყოფენ ჩვენი სტუდენტებისთვის მაღალი პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობებს. კოლეჯში ხშირად ტარდება სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ექსკურსიები და სხვა. კოლეჯი მუდმივად ზრუნავს სტუდენტების და კურსდამთავრებულების დასაქმებაზე, მათ მუდმივად მიეწოდებათ სხვადასხვა საინტერესო შეთავაზებები განვითარების და დასაქმების შესახებ.