„თოდუას კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას ენდოსკოპიის განყოფილებაში ექთნის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები:
- საექთნო საქმიანობის დამადასტურებელი დიპლომი;
- ექთნის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
- გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და სისხარტე.
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა კლინიკაში დადგენილი სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად;
- პაციენტის რეგისტრირება შიდა სამედიცინო პროგრამაში;
- პროცედურასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო განაკვეთი: 09:00 საათიდან 17:00 საათამდე (ორშაბათიდან – პარასკევის ჩათვლით);
მისამართი: იაკობ ნიკოლაძის ქუჩა N 10.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@toduaclinic.ge