სასტუმროების ქსელი ,,Vintage Hotel Collections” აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ბრენდები: გალავანი
ძირითადი მოთხოვნები:
- განათლება: საშუალო
- აუცილებელია საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
- აუცილებელია სასტუმროში ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია ბუღალტრული პროგრამა FINA-ს სრულყოფილად ცოდნა;
- აუცილებელია მომსახურების სერვისების აღრიცხვის გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
- საბუღალტრო დოკუმენტაციების მომზადება და მოწესრიგება;
- საბუღალტრო ოპერაციების დამუშავება და პროგრამაში შეყვანა;
- საბუღალტრო დეკლარაციების ჩაბარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
- საბუღალტრო გატარებების შესრულება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
- ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და ჩაბარება;
- ფინანსური დავალიანებებისა და ვალდებულებების მართვა;
- ფინანსური ტრანზაქციების დამუშავება და პროგრამაში ასახვა;
- ფინანსური მონაცემების დამუშავება და MS Excel – ში ასახვა;
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებულობა;
- ენერგიულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლიანობა;
- პუნქტუალურობა;
- დისციპლინირებულობა;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო დღეები: ორშაბათი – პარასკევი (შაბათი – ნახევარი სამუშაო დღე);
- სამუშაო საათები: 09:00 – 18:00;
- სამუშაო ანაზღაურება: 1500 – 2000 ლარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@agrofoodtrade.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.