fbpx
ლოგო პატარა ზომის
Loading ...

საზოგადოებრივი კოლეჯი კავკასიონი

 

ოქტომბერიც ძალიან სწრაფად გავიდა, სითბო სიცივემ ჩაანაცვლა. კარგად მახსოვს ზუსტად ასეთი სუსხიანი ამინდი იყო ერთი წლის წინ ამ დროს. 19 ოქტომბერი ლამაზი, ყვითელი დღე, რომელიც ყვითლად ნამდვილად არ დასრულებულა. ერთი სიტყვით ჩემი და ბუნების აღწერამ თავი რომ არ შეგაწყინოთ მოკლედ მოგიყვებით ჩემს პატარა ამბავს.

ჩემი ცხოვრება ბალეტია, მე ცეკვით ვცხოვრიბ, სცენა ჩემი სახლია. ადგილი, სადაც თავს ყველაზე თავისუფლად ვგრძნობ იმიტომ, რომ ვცეკვავ. ცეკვის დროს ღრუბლებში დავფრინავ, სადაც შემიძლია დაუსრულებლად ვუყურო მზის ჩასვლას თუ ამოსვლას, შემიძლია თვალდახუჭულმა ვიგრძნო მაყურებლის ემოცია და ეს ჩემთვის ყველაფერია. ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღე იყო, როცა ჩემმა დამ პუანტები, რძისფერი პუანტები მაჩუქა. ყველა ჩემს გასტროლზე ფინალსა თუ შეჯიბრებაზე გამარჯვება ჩემს რძისფერ პუანტებს მოჰქონდა.დიახ, იმ ყვითელ დღეს, როცა მე თბილისიდან პარიზში მივდიოდი გრანდიოზული კონცერტის გასახსნელად, მაშინ დამთავრდა ყველაფერი, როცა 19 ოქტომბერს უკანასკნელად ვიცეკვე და როცა ყველაზე დიდხანს ვუყურებდი მზის ამოსვლას.  სამი დღის შემდეგ გამეღვიძა და მე გოგომ, რომელიც ცხოვრებას ცეკვით ვხედავდი ორივე ფეხი დვკარგე, ვერაფერს ვერ ვგრძნობდი, თითქოს გული გამიჩერდა, ყველფერმა აზრი დაკარგა, დიახ ამ ტკივილის აღწერაც კი ძალიან მიჭირს , მაგრამ არაუშავს, მე ახლაც ვცეკვავ, ვცეკვავ კლავიშებზე და ჩემი წარმოსახვა კვალვ ცეკვავს ბალეტს.

მე გადავრჩი და ვიხსენებთ ტკბილ წარსულს : მე , როიალი და რძისფერი პუანტები…

 

ავტორი: ანა მელაძე