მე გახლავართ საზოგადოებრივი კოლეჯი „კავკასიონი“-ს სტუდენტი — ლიკა რუხვაძე.
ვსწავლობ საექთნო საქმის პროფესიულ პროგრამაზე, 200-24 ჯგუფში.
კოლეჯი წარმოადგენს საუკეთესო სასწავლო დაწესებულებას. ამ სიტყვების თქმის საშუალებას მაძლევს ჩემს მიერ უკვე დაგროვებული სასწავლო გამოცდილება, რომელიც სავსეა როგორც განმახორციელებელთა და ადმინისტრაციის პროფესიონალიზმით, ისე სტუდენტის უფლებების დაცვის ყოველდღიური ზრუნვით და სტუდენტური ცხოვრების სასიამოვნო სიურპრიზებით.
ჩვენ ვსწავლობთ კოლეჯის მიერ წარმოდგენილი პროგრამის საფუძველზე.
თითოეული მოდული, რომელსაც სასწავლო პროცესის განმავლობაში გავდივართ, გვასწავლიან მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი პედაგოგები. მათი თითოეული ლექცია უაღრესად საინტერესოა და აკადემიური ხასიათისაა. ლექციების მსვლელობაში სტუდენტთა ჩართულობა ყოველთვის მნიშვნელოვანია — ჩვენი კითხვებითა და დისკუსიებით სალექციო მუშაობა იძენს უფრო ცოცხალ და შემოქმედებით ხასიათს.
შემდეგ მოდის შედეგების დადასტურების ეტაპი. ამ შემთხვევაშიც კოლეჯის ადმინისტრაცია ყოველთვის ითვალისწინებს ჩვენს დროის რესურსსა და შესაძლებლობებს და მოქნილი რეჟიმით გვთავაზობს შედეგების დადასტურების მისაღებ დღეებს.
კოლეჯში სტუდენტური ცხოვრება შესანიშნავად არის მოწესრიგებული. ეს, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება იმაში, რომ ყოველი ახალი სასწავლო წლის დასაწყისში სტუდენტთაგან ირჩევა ახალი სტუდენტური თვითმმართველობა, მისი წარმომადგენლობითი ორგანო, სტუდენტური კავშირის პრეზიდენტი და მისი მოადგილე.
სტუდენტური ცხოვრების სრულფასოვნად განხორციელებისთვის კოლეჯის ადმინისტრაცია ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ამზადებს სტუდენტური ღონისძიებების გეგმა-განრიგს. მის შედგენაში, სტუდენტური კავშირისა და კოლეჯის ადმინისტრაციის გარდა, ჩართულია ყველა სტუდენტი. შედეგად, გეგმა იღებს იმ ფორმას, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება სტუდენტთა სურვილებსა და მისწრაფებებს.
ამიტომ ჩემს მიერ კოლეჯში გატარებული პერიოდი გამორჩეულია არა მხოლოდ სასწავლო პროცესის მაღალი დონით, არამედ სტუდენტური აქტივობებითა და ღონისძიებებითაც. მათ ფარგლებში მოვინახულეთ ქუთაისის მოხუცთა თავშესაფარი და მისი ბინადრები დავასაჩუქრეთ საჩუქრებით. ასევე მოვაწყვეთ მრავალი ღონისძიება ეროვნული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი.
ასე მიმდინარეობს ჩემი და ჩემი თანაკურსელების სტუდენტური ცხოვრება, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით კოლეჯის ხელმძღვანელს — დირექტორს, ბატონ რაინდი ლომაიას, და კოლეჯის ადმინისტრაციის მთელ გუნდს.
ავტორი: საექთნო საქმის 200-24 ჯგუფის სტუდენტი ლიკა რუხვაძე