ლოგო პატარა ზომის
Loading ...

საზოგადოებრივი კოლეჯი კავკასიონი

ბავშვობა ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, რომელმაც იმ ადამიანად გამხადა, ვინც დღეს ვარ. პატარა ქალაქში გავიზარდე — სადაც ყველა ერთმანეთთან ახლოს იყო და სადაც მზის ჩასვლასაც კი განსაკუთრებული სითბო ჰქონდა. ეს ის დროა, როცა გულწრფელი სიხარული და პატარა რაღაცეებიც კი სამყაროს დიდ ბედნიერებად აქცევს. სწორედ მაშინ სწავლობ ადამიანების მოსმენას, ოჯახის და მეგობრების ფასს, და იგებ, რომ ყოველი მარცხი ცხოვრებისეული გაკვეთილია.

ჩემი ბავშვობა სავსე იყო იმ თბილი და გულწრფელი ემოციებით, რაც მხოლოდ ოჯახიდან მოდის. სწორედ ოჯახმა შემიქმნა ის საძირკველი, რომელზეც დღეს ჩემი ფასეულობები და ოცნებები დგას. ეს პერიოდი გახდა საფუძველი ჩემი დღევანდელი ოცნებებისა: მივიღო კარგი განათლება, გავხდე საკუთარი საქმის პროფესიონალი და მივაღწიო უამრავ წარმატებას ცხოვრებაში.

ბავშვობა და ოჯახი ჩემი პირველი ნაბიჯებია — და სწორედ ეს ნაბიჯები მაძლევს ძალას, რომ ვიარო წინ უფრო დიდი მიზნებისკენ.

 ავტორი: ფარმაციის 300-23 ჯგუფის სტუდენტი მარიამ შავიძე