რესტორანი ეთნოგრაფი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
მის:ბელიაშვილის 105 (დიღმის მასივი)
მოვალეობები:
- საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა /მონიტორინგი; ბრუნვითი უწყისის სისწორის უზრუნველყოფა;
- კომპანიის მიერ გაცემული და მიღებული დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურების, ზედნადებების, ინვოისების, მიღება-ჩაბარების აქტები) გადამოწმება, დადასტურება და საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
- საბანკო ოპერაციების წარმოება, სალაროს აღრიცხვა და კონტროლი;
- სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
- დებიტორ/კრედიტორების ბრუნვის/ნაშთების სისწორის კონტროლი, შედარების აქტების წარმოება;
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების სწორად განსაზღვრა/შესრულება;
- შიდა და გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა და მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ფორმების შევსების უზრუნველყოფა;
- კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
- მენეჯმენტის მიერ მოთხოვნილი რეპორტების დამუშავება-მიწოდება.
სამუშაო გრაფიკი : 10:00 დან 18:00 სთმდე
კვირაში ერთი დღე დასვენება
ანაზღაურება: 2000 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე : hr@georgian-house.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 574 010707
გისურვებთ წარმატებას!