ლოგო პატარა ზომის
Loading ...

საზოგადოებრივი კოლეჯი კავკასიონი

ჩვენი სტუდენტის მარიამ გუდაძის ლექსები

***

თუ მუზად მექეცი ციდან
ორი რამ მინდა გითხრა
რატომ მიტოვებ ადგილს
ნეტავ ვიცოდე მაინც
ისევ დამრჩება ოხრად
კვლავ გული ფეთქავს ეხლა
ერთი ხარ ჩემთვის
გგვერდით რომ არ ხარ მაინც
ეს უნდა გითხრა ახლა
ლექსი ხარ ჩემთვის მართლა
ასე მარტივად რომ გწერ
შენ გიძღვნი ყველაფერს
ვერ ჩაგეხუტე ვერასდროს
ისევ მარტო ვარ უშენოდ
ლამაზად მინდა გითხრა
სულ ბედნიერი ვარ შენთან

01.07.2021

***

როცა შენ წახვალ
სხვაგან ქალაქში
ალბათ შენთვის ასე ჯობია
მაგრამ თუ არ ხარ
იქ შენ დამრჩენი
ისევ აქ იყო ეგ გირჩევნია
ასე მე ვამბობ
მხოლოდ მე მინდა
უცხო ქალაქში
სადაც არასდროს მელოდებიან
და რომ მინდოდეს
იქ ვინმეს ყოფნა
მარტო ის ერთი მოვა
იმ დღეს და ალბათ მერეც
წავა იმ დიდ ქალაქში
სადაც მას უფრო ელოდებიან
მე კი დამტოვებს
მაგრამ ჩამოვა ამ დიდ ქალაქში
სადაც მხოლოდ ერთს
ელოდებიან

23.10.2021

***

მინდა წამით დაგივიწყო
შენგან მართლა წავიდე
მინდა აღარ მიყვარდე
შენზე აღარ ვფიქრობდე
მინდა არც შენ გახსოვდე
მაგრამ გვერდით სულ მყავდე
მინდა აღარ გეჩხუბო
მაგრამ მინდა გამიგო
რომ დამტოვო არმინდა
მაგრამ მართლა მეწყინა
როცა სხვაგან წასულხარ
მართლა ახლოს იყავი
წამით არ დაგავიწყდე
მე თუ რამე გაწყენინე
მართლა გულით მითხარი
მე მინდა რომ იცოდე
ჩემთვის შენ ხარ ” სიცოცხლე ”
მაგრამ აღარ ვიჩხუბოთ
და არ დაგკარაგავ იცოდე …

08.05.2021

***

შენ ხარ ჩემი ტკბილი,
კეთილი და თბილი.
შენ ხარ ჩემი გული,
მარტივი და რთული.
შენ ხარ ჩემი წყნარი,
ზღვა და დიდი დარდი.
შენ ხარ ჩემი მარტო,
ოცნება და სხვა დრო.
შენ ხარ ჩემი სული,
მაღალი და ახლო.
შენ ხარ ჩემი ბიჭი,
ყველაფერი ჩემთვის.
შენ ხარ ჩემი კეთილი,
შორს და მაინც კედელი.
შენ ხარ ჩემი დრო,
დიდი და მარტო.
შენ ხარ ჩემი მუზა,
მარტივი და სულ თან.
შენ ხარ ჩემი ლექსი,
ის ერთი და სხივი.
შენ ხარ ჩემი მზე,
ვარსკვლავი და დღე.
შენ ხარ ჩემი მარტო,
ამ წუთას და ახლოს…

***

მინდა მყავდე გვერდით
ჩაგეხუტო დილით
არ დაგკარგო წყენით
არ ვიჩხუბოთ ბევრი

მინდა ვიყოთ ერთად
ოცნებებში ჩემთან
არ დამტოვო არსად
მოდი ახლოს ამ წამს

მინდა იყო ჩემი ერთი
და რომ მყავხარ იცი
არ დაგკარგავ
პირობას ვდებ ფიცით

მინდა გიცნობდე ისე
რომ სულ მახსოვდე
და არ ვიცნობდე ვინმეს
შენ ვინც არ მოგწონს ისეთს

მინდა მყავდე კარგად
სულ ყოველთვის მართლა
არ დაგტოვებ არასოდეს
მე გპირდები მაგას

მინდა მყავდე გვერდით
ჩამეხუტო დილით
მე მიყვარხარ და
შენთან ვარ გვერდით

21.05.2021

***

ცივი იანვარი
რიცხვი არ მახსოვს
რომ მეგონა დაგინახე
და არ ვიცი დანახვაში
რას ვგულისხმობ მართლა
რომ დავჯექი მოგწერე
გამარჯობა პირველად
არვიცოდი რა მეთქვა
რა ვიფიქრე იმ წუთას
მომწონე , დავეცი
გამიხარდა ეგ ვიცი
დავმეგობრდით არც ვიცი
შემიყვარდი ხომ ვიცი
ვიჩხუბებდით შენც ხო იცი ?
ერთი წელი გახდება
ორი თვე და მორჩება
რომ იცოდე რა ხდება
არ ვამთავრებთ ნამდვილად
რომ გრძელდება ახლიდან
სიყვარული მაღლიდან
მარტი ისევ ცივი
რიცხვი ახლა ვიცი
დაგინახავ იცი ?
აღარ მოგწერ რისთვის
დაგირეკავ რიცხვით
ნომრებით და იცი
მანდ ვიქნები ვიცი
ერთი წელი
იანვარი , ცივი ისევ ვიცი

30.10.2020