ლოგო პატარა ზომის
Loading ...

საზოგადოებრივი კოლეჯი კავკასიონი

კომპანია ”კოლორ ჯგუფი” აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: http://colorgroup.ge

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
  • პირველადი დოკუმენტაციის შექმნა;
  • სასაქონლო-ზედნადებების და ა/ფ გამოწერა;
  • სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერების გაკეთება;
  • ბანკის სალარო ამონაწერების გატარება საბუღალტრო პროგრამაში;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე;

აუცილებელი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ORIS-ში და 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებაზე 50%-იანი ფასდაკლებას;
  • ჰოლდინგის შვილობილი კომპანიების ფასდაკლების ბარათს (მათ შორის: ბიბლუსის, პეპელას, პიატოს, პალიტრა L-ის, პრინტარეას, კრიალას, ფავორიტისა და ჰოთსეილის პროდუქციაზე);
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობას.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00 – 19:00 – საათი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ე. ბაღდავაძის #3
ანაზღაურება: 1200 ₾

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@colorgroup.ge , ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
„რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კოლორ ჯგუფის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანსიის მოთხოვნებთან, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ამასთან რეზიუმე შეინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით.“