ლოგო პატარა ზომის
Loading ...

საზოგადოებრივი კოლეჯი კავკასიონი

/ფარმაციის პროგრამის 300-23 ჯგუფის სტუდენტი; გიორგი ფორჩხიძე/

ქალი უპირველეს ყოვლისა არის სიცოცხლის საწყისი, ყველა ქალბატონი პოტენციური დედა არის, არსება, რომელსაც ემბრიონის განვითარების პირველი ეტაპიდანვე უვითარდება შვილისადმი უპირობო და უანგარო სიყვარულის შეგრძნება. განსაკუთრებულია ქართველი დედების თავგანწირული სიყვარული შვილებისადმი და ამის არაერთი მაგალითი მოგვეპოვება ჩვენი ქვეყნის წარსულიდან.

გარდა დედაშვილობისა, მანდილოსანს ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ეკისრებოდა არაერთ საქმეში ქვეყნისა და ერის წინაშე. მრავალად არიან ისეთი მანდილოსნები, რომლებმაც მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესში თავისი როლი შეასრულეს. სწორედ იმის გამო, რომ ქალის როლი სამყაროში შეუცვლელია და მას ბევრი უპირატესობა ენიჭება, დაწესდა ქალთა საერთაშორისო დღე. პირველად ქალთა საერთაშორისო დღე 1909 წელს აღინიშნა აშშ-ში და მას შემდეგ ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება ქალთა საერთაშორისო დღე. ვისურვებდი, რომ მანდილოსნები კიდევ უფრო მეტად იყვნენ დაფასებულნი, რადგან ადამიანთა ყოფა სწორედ მათი მეშვეობით ხდება სრულფასოვანი და სრულყოფილი.

მინდა ორიოდ სიტყვით აღვნიშნო ჩემი აზრი ქალისა და მამაკაცის სიყვარულის შესახებ. სწორედ სიყვარული არის გრძნობა, რომელიც ყველა ადამიანს აძლევს ცხოვრების სტიმულს და მოტივაციას განვითარებისათვის. მაგალითად მინდა მოვიყვანო ქართული პოეზიის თავფურცელი “ვეფხისტყაოსანი”, სადაც ქალსა და მამაკაცს შორის არსებული სიყვარული ზნეობრიობის უმაღლეს საფეხურზე დგას, „იგია საქმე საზეო მომცემი აღმაფრენათა”… ყველა ქალი იმსახურებს ბედნიერ და სრულფასოვან ცხოვრებას. სწორედ მანდილოსნები ზრდიან მომავალ თაობებს, ღირსეულ პიროვნებებს.

მინდა ქალბატონებს მივულოცო ქალთა საერთაშორისო დღე და ვუსურვო მრავალი ბედნიერი მომენტი თითოეულს თავიანთ ცხოვრებაში.

რვა მარტის დილას ქალების ზეიმს გილოცავთ ყველას!!!