სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას „IT სპეციალისტის“ პოზიციაზე თბილისში.
კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- უზრუნველყოს კომპანიის ქსელისა და სისტემის გამართული მუშაობის ტექნიკური მხარდაჭერა;
- განახორციელოს აპარატურული-პროგრამული მხარის კონტროლი, განვითარება, დიაგნოსტიკა, შეკეთება;
- განახორციელოს კომპიუტერული პროგრამების ინსტალაცია და მხარდაჭერა;
- უზრუნველყოს პერიფერიული მოწყობილობების მონტაჟი, გამართვა, დაკონფიგურირება;
- მუშაობის პროცესში უზრუნველყოს ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში), საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს ინფორმაცია ხელმძღვანელობას;
- უშუალო ხელმძღვანელის დახმარება და მისი მითითებით ცალკეული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
- ოპერაციული სისტემების MS Windows საფუძვლიანი ცოდნა;
სასურველი უნარ-ჩვევები
- სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:
- ანაზღაურება – შეთანხმებით კვალიფიკაციის მიხედვით
- სამუშაო გრაფიკი – სრული
- განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 18 ივნისი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, CV ელექტრონულ მისამართზე hr@nova.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება “IT სპეციალისტი”.
დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.