კლინიკა “მედი” საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს “მედი-ესთეტიკს” საქართველოში.
კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია.
კლინიკა “მედის” პრიორიტეტები:
** საუკეთესო მომსახურება
** კვალიფიციური ექიმები
** უახლესი ტექნოლოგიები
** მუდმივი განვითარება
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო
კლინიკა “მედი” აცხადებს ვაკანსიას IT ტექნიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო გამოცდილება: 1 წელი;
სამუშაო განაკვეთი: სრული;
ანაზღაურება: 1300 ლარი
ჩვენ ვიწვევთ ნიჭიერ სპეციალისტებს, რომელთაც სურთ კარიერული წინსვლა და განვითარება, თქვენ იქნებით დასაქმებული ევროპის დონის კლინიკაში. ჩვენი კომპანიის მენეჯერები იმუშავებენ თქვენთან ერთად გუნდურად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება უმაღლესი ან პროფესიული ინფორმაციული ტექნოლოგიების/ინჟინერიის კუთხით;
** სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ტექნიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ფუნქცია-მოვალეობები:
** ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მოვლისა და დაცვის წესების გაცნობა თანამშრომლებისათვის და შესრულების კონტროლი;
** კლინიკის ბალანსზე არსებული კომპიუტერების, პრინტერების, ვიდეო ჩამწერების, TV კამერების მონიტორების ტექნიკურად და პროგრამულად მუშაობის მონიტორინგი/გამართვა;
** კლინიკის ბალანსზე ტექნიკასა და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია/გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** პროვაიდერ კომპანიებთან ურთიერთობა (სილქნეტი, კავკასუსი);
** კლინიკის ბალანსზე არსებული სახარჯო მასალით, კატრიჯების დამუხტვა, ბარაბნის და მაგნიტური დისკის შეცვლა;
** კომპიუტერული საშუალებების შესყიდვა, ინსტალაცია, ფუნქციების შემოწმება;
ჩვენ გთავაზობთ:
1. დასაქმებას ევროპის დონის კლინიკაში;
2. სტაბილურ ანაზღაურებას;
3. მიმზიდველ ფასდაკლებას კლინიკის მომსახურებაზე თანამშრომლებისა და მათი
ნათესავებისთვის;
4. ჯანმრთელობის დაზღვევას.
კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge, 2024 წლის 12 თებერვლამდე, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!