შპს “კ-მოტორსი” გახლავთ კომპანია , რომელიც 2011 წლიდან წარმატებით უზრუნველყოფს როგორც კორპორატიული მომხმარებლების ავტოტექმომსახურებას , ასევე საცალო სეგმენტის მომსახურების გაწევას.
კომპანია “კ–მოტორსი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
- ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
- მომხმარებელთა გადამისამართება მათივე მოთხოვნების შესაბამისად;
- გაყიდული პროდუქციის გატარება პროგრამაში;
- ფულადი ნაშთების შემოწმება და კონტროლი;
- სალაროს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- ზედნადებისა და ანგარიშფაქტურების გამოწერა;
- მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა.
- დღის ბოლოს წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამულ მონაცემების შედარება და სისწორის უზრუნველყოფა.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მოლარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცილება.
- MS Office პროგრამების ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო ადგილი და ანაზღაურება:
- ქ. თბილისი, ქინძმარაულის ქ.7
- სტაჟირების პერიოდი 1 თვე (800 ლარი),
- დასაქმების შემთხვევაში ხელფასი განისაზღვრება 1000 ლარით (+ბონუსი);
- სამუშაო დრო: 09:00-18:00, ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით.
თუ გსურთ შემოურთდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის გუნდს, ჩვენ ვეძებთ პოტენციალის მქონე ენერგიულ ადამიანებს, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას მის განვითრებაში და რეგიონალურ ასპარეზზე პოზიციონირებაში.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზ: hr@k-motors.ge
გთხოვთ გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.