ლოგო პატარა ზომის
Loading ...

საზოგადოებრივი კოლეჯი კავკასიონი

მოგესალმებით, მე ვარ ქეთი რობაქიძე — კოლეჯი „კავკასიონი“-ს 400-24 ჯგუფის ყოფილი სტუდენტი.

ყოველი ადამიანის სურვილი და მისწრაფებაა განათლების მიღება, ვინაიდან კარგი განათლება, როგორც აპრიორი, მოწესრიგებული ცხოვრების ერთ-ერთი განმაპირობებელია.
სკოლის დამთავრების შემდეგ არ გამიგრძელებია სწავლა სხვა სასწავლებელში — ოჯახური საჭიროებების გამო რამოდენიმე წელი საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა მომიწია.
სახლიდან და სამშობლოდან შორს ყოფნისას, უცხო გარემოში, არაერთხელ დავრწმუნდი, რომ აუცილებელია საფუძვლიანი განათლების მიღება კონკრეტული პროფესიული მიმართულებით, რათა ცხოვრებას სწორად განსაზღვრული გზა და თანმიმდევრული განვითარება ჰქონდეს.

საქართველოში დაბრუნებისთანავე დავიწყე ინფორმაციის მოძიება ჩვენს რეგიონში (იმერეთში) არსებულ პროფესიულ სასწავლებლებზე და მათ მიერ შემოთავაზებულ პროგრამებზე.
იმერეთის რეგიონში პროფესიული სასწავლებლების არჩევანი არცთუ ცოტაა, თუმცა მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება მივაქციე საზოგადოებრივ კოლეჯ „კავკასიონს“.
მისი მრავალმხრივი და მოთხოვნადი პროფესიული პროგრამები, აგრეთვე კოლეჯის მაღალი რეიტინგი ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში, გახდა გადამწყვეტი მიზეზი, რის გამოც გავაკეთე განაცხადი საფინანსო სერვისების პროფესიულ პროგრამაზე.

სრული პასუხისმგებლობითა და მადლიერებით მინდა აღვნიშნო, რომ კოლეჯი „კავკასიონში“ გატარებულმა ერთმა წელმა, გარდა პროფესიული ცოდნისა საფინანსო სერვისების მიმართულებით, შემძინა საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში.
კოლეჯის ადმინისტრაცია და პედაგოგები გამოირჩეოდნენ მაღალი პროფესიონალიზმითა და სტუდენტებზე ზრუნვით. სასწავლო პროცესი ორგანიზებული იყო მოქნილი, მეგობრული და ხელსაყრელი გარემოთი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია სტუდენტური აქტივობების სიმრავლე — ღონისძიებები, რომლებიც ტარდებოდა სტუდენტური თვითმმართველობის ეგიდით და კოლეჯის ადმინისტრაციის აქტიური მხარდაჭერით.

ასე გავატარე კოლეჯ „კავკასიონში“ ერთი წელი — საინტერესო, ბედნიერი და წარმატებით სავსე პერიოდი, რომელმაც სრულად გაამართლა ის მოლოდინი, რაც მქონდა კოლეჯის მიმართ.

უღრმესი მადლობა კოლეჯ „კავკასიონს“, მის შესანიშნავ ადმინისტრაციასა და პედაგოგებს — გისურვებთ მრავალ წარმატებას მომავალშიც!