საფინანსო სერვისები / ბანკის მოლარე-ოპერატორი
ბუღალტერული აღრიცხვა
ინფორმაციის ტექნოლოგია
ინფორმაციის ტექნოლოგიები (IT) არის კომპიუტერის პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის პროექტირების, შემუშავების, რეალიზაციის, ზოგადი უზრუნველყოფის და მართვის პროცესი.ინფორმაციული ტექნოლოგის პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელი არის პერსონალური კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიცირებული სპეციალისტი, რომელიც აუცილებელია ფლობდეს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს.
ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიული სტანდარტი შემუშავებულია CISCO-ს ქსელური აკადემიის IT Essentials სასწავლო კურსის საფუძველზე, რომელიც ამზადებს მსმენელებს ორი სტანდარტული სერტიფიცირებისათვის:
ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეეძლება დასაქმდეს სამთავრობო, არასამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებში ტექნიკოსის თანამდებობაზე; კომპიუტერულ სერვის ცენტრებში პრობლემების დისტანციური უზრუნველყოფის სპეციალისტად; შეეძლება მუშაობა მცირე და საშუალო ტიპის ორგანიზაციებში IT სპეციალისტის თანამდებობაზე, ხოლო პროფილურ ან დიდი მასშტაბის ორგანიზაციაში კომპიუტერული სისტემებისა და ქსელის ადმინისტრატორის თანაშემწედ.
საექთნო საქმე
საექთნო საქმეს ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში ერთ–ერთი საკვანძო და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მისი დანიშნულებაა ნებისმიერი ასაკის ინდივიდების, ოჯახების, მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების ან/და თემის ჯანმრთელობის დაცვა და დაავადებათა პრევენცია, ჯანმრთელობის აღდგენა–შენარჩუნებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის მეშვეობით. პრაქტიკოსი ექთანი გადამწყვეტ როლს ასრულებს ავადობა–სიკვდილობის მინიმიზაციაზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებასა და ეფექტურობის უზრუნველყოფაში.პრაქტიკოსი ექთნის საქმიანობა ასევე მოიცავს ავადმყოფთა, უნარშეზღუდულთა ანდა ტერმინალურ პაციენტთა მოვლას/მართვას.
საექთნო საქმის თეორიის, საბაზისო სამედიცინო და ქცევითი მეცნიერებების ცოდნისა და ძირითადი კლინიკური უნარების პრაქტიკაში გამოყენების მეშვეობით საექთნო საქმის ადექვატურად პასუხობს მოსახლეობის ჯანდაცვის მუდმივად ცვლად საჭიროებებს და ავლენს ახალ გამოწვევებზე რეაგირების უნარს. სიცოცხლის მანძილზე სწავლა და უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის მზადყოფნა – საექთნო საქმის ერთ–ერთი ძირითადი კომპეტენციაა.
საექთნო საქმის დასაქმების სფერო მოიცავს სხვადასხვა დონის დიაგნოსტიკურ, სამკურნალო, პროფილაქტიკურ და სარეაბილიტაციო დაწესებულებებს, ჰოსპისებს, ეთიკურ კომიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრულ სფეროებს.
ფარმაცია (სააფთიაქო)
სკოლამდელი აღზრდა
სკოლამდელი აღზრდა საგანმანათლებლო სისტემის საფუძველია, რომელმაც ბავშვი უნდა
მოამზადოს განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად,
შესაბამისად აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიზანია
კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც შეძლებს ადრეულ და სკოლამდელ ასაკში
ბავშვზე ზრუნვას, მის აღზრდას და განვითარებას. ამ მიზნებისთვის აღმზრდელმა უნდა
უზრუნველყოს უსაფრთხო და განმავითარებელი სააღმზრდელო გარემო და ამ პროცესში
შეძლოს ბავშვის ოჯახთან, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
დაწესებულების პერსონალთან, სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და საკუთარ
პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. სკოლამდელი აღზრდის პროფესიული
კვალიფიკაციის მფლობელს შეეძლება დასაქმდეს აღმზრდელის პოზიციაზე, ასევე იმუშაოს
თვითდასაქმებით, აღმზრდელად.
პარაფარმაციის კონსულტანტი
პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრის აღზრდა. კერძოდ, პროფესიული კადრების მომზადება, რომლებიც შეძლებენ: პარაფარმაცევტული პროდუქციის შერჩევისა და რეალიზაციის პროცესში მონაწილეობას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებლისთვის კონსულტირებას, პარაფარმაცევტული პროდუქციის მიღებას, განთავსებას და ნაშთების პერიოდულ კონტროლს.
ელექტრონული ბუღალტერიაპროგრამის მიზანია მსმენელთათვის დასაქმებისათვის საჭირო ისეთი უნარების განვითარება, რომელთა გამოყენებით შეძლებენ კომპიუტერულ საბუღალტრო პროგრამაში მუშაობას და მარტივი ბუღალტრული ოპერაციების განხორციელებას.
კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფაპროგრამის მიზანია მსმენელთათვის დასაქმებისათვის საჭირო ისეთი უნარების განვითარება, რომელთა გამოყენებით შეძლებენ კომპიუტერის პროგრამულ უზრუნველყოფას კერძო თუ საჯარო დაწესებულებებში ან საკუთარი მოხმარებებისთვის დარგის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
სალაროს ოპერაციების განხორციელებაპროფესიული მომზადების პროგრამის- სალაროს ოპერაციების განხორციელება მიზანია, უზრუნველყოს ისეთი კვალიფიციური საფინანსო სერვისების პერსონალის მოამზადება, რომელიც შეძლებს სალაროს პროცედურების განხორციელებას .
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა.პროგრმის მიზანია, მსმენელთათვის ბაგა-ბაღში მუშაობისას შეძლონ თანამედროვე მიდგომებზე დაყრდნობით, წარმართონ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა – ინკლუზიური განათლება. გაეცნონ სწავლების უნივესრალურ დიზაინის პრინციპებს და შეისწავლონ აღსაზრდელთა დაკვირვება და შეფასება, რაც კურსადამთავრებულებს მუშაობისას დაეხმარებათ ოპტიმალური ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებაში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში დანერგოს ინკლუზიური განათლება და ყველა ბავშვისთვის მოძებნოს წარმატებული სწავლების გზები.