ლოგო პატარა ზომის
Loading ...

საზოგადოებრივი კოლეჯი კავკასიონი

1 სექტემბრიდან დაიწყო ოფიციალური რეგისტრაცია განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე და გაგრძელდება 25 სექტემბრის ჩათვლით.

✉️ რეგისტრაციისას აუცილებლად მიუთითეთ მოქმედი მეილი, რომ შეძლოთ მეცადინეობებზე დასწრება!

საზოგადოებრივი კოლეჯი „კავკასიონი“ სექტემბრის პირველ ნახევარში იწყებს ტესტირებისთვის უფასო ონლაინ მოსამზადებელ კონსულტაციას. დასწრება შეეძლებათ მხოლოდ იმ აპლიკანტებს, რომლებსაც  განათლების სამინისტროს გვერდზე მონიშნული ექნებათ ჩვენი კოლეჯი.

📝 რეგისტრაციის პირობები:

1️⃣ კოლეჯში რეგისტრაციისთვის განათლების სამინისტროს გვერდზე 👉 https://vet.emis.ge/ უნდა გაიაროთ ორი ეტაპი:

  • 🔹 პირველი – „რეგისტრაცია“, რომლის დასრულებისთანავე თქვენს მიერ სისტემაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოგივათ ვერიფიკაციის ერთჯერადი კოდი, რომელსაც გაააქტიურებთ.

  • 🔹 მეორე – „ავტორიზაცია“, როცა ირჩევთ საზოგადოებრივ კოლეჯ „კავკასიონს“ და სასურველ პროგრამას.

2️⃣ ონლაინ რეგისტრაციის 🎥 ვიდეო ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე 🔗 – ვიდეო ინსტრუქცია

3️⃣ სამინისტროს გვერდზე რეგისტრაციისას აუცილებლად მიუთითეთ მოქმედი მეილი.

4️⃣ 📩 მეილზე მოგივათ საგამოცდო ბარათი სპეციალობის და ჩასაბარებელი საგნების მითითებით

5️⃣ ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ უნდა მობრძანდეთ კოლეჯში და თან იქონიოთ პირადობა. (ატესტატი უნდა წარმოადგინოთ თუ სასწავლებელი დაასრულეთ 2012 წლამდე. 2012 წლიდან მოყოლებული – ატესტატის წარდგენა აღარ არის საჭირო.)


📘 საგამოცდო ტესტების ნიმუშები იხილეთ ბმულზე 🔗 ტესტირების ნიმუში


📲 გამოგვყევით სოციალურ ქსელებში:

☎️ დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე ან მობრძანდით კოლეჯში:

(სამუშაო დღეებში 09:00-18:00)

📍 ქ.თბილისი წერეთლის გამზირი, დავით ბაქრაძის N6 (კოკა-კოლას ქარხნის მოპირდაპირე მხარეს) – 0322433133; 599463002

📍 ქ.ქუთაისი ოცხელის ქუჩა N2 (კლინიკური საავადმყოფოს წინ) – 0431224131; 599005314

✨ გისურვებთ წარმატებებს! 🍀