ლოგო პატარა ზომის
Loading ...

საზოგადოებრივი კოლეჯი კავკასიონი

გიორგი ფორჩხიძე, ფარმაციის პროფესიული პროგრამის 300-23 ჯგუფის ყოფილი სტუდენტი, კოლეჯ „კავკასიონის“ შესახებ

მინდა გითხრათ, რატომ ავირჩიე პროფესიად ფარმაცია.
2019 წელს დავასრულე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოლოგიის სპეციალობით.
სწორედ ბიოლოგიის ცოდნამ გამიღვივა ინტერესი მედიცინისადმი, რის გამოც ავირჩიე მედიცინის საინტერესო და ამავდროულად საპასუხისმგებლო სფერო — ფარმაცია.

არჩევანი კოლეჯ „კავკასიონზე“ შევაჩერე. მანამ, სანამ ჩავირიცხებოდი, შევხვდი და გავესაუბრე კოლეჯის ადმინისტრაციას — მომაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია როგორც კოლეჯის, ასევე იმ პროგრამის შესახებ, რომელზეც უნდა მესწავლა.

2023 წელს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული პროფესიული ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, ჩავირიცხე კოლეჯში ფარმაციის უმაღლეს პროფესიულ პროგრამაზე.

კოლეჯში დამხვდნენ მაღალკვალიფიციური პროფესიული მასწავლებლები, რომლებიც ლექციებს კითხულობდნენ მაღალ დონეზე და სრულფასოვნად გვაწვდიდნენ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მასალას.
გარდა თეორიული სწავლებისა, კოლეჯის ლაბორატორიაში გვიტარდებოდა პრაქტიკული მეცადინეობები — ლაბორატორია აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარითა და რეაქტივით.

ასევე, პრაქტიკები გავიარე ქვეყნის წამყვან ქსელურ ფარმაცევტულ კომპანიებში. ამ ყველაფერმა ერთად შემძინა ფარმაცევტისათვის საჭირო როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა.

გარდა სწავლების მაღალი ხარისხისა, მინდა აღვნიშნო პროფესიული მასწავლებლებისა და კოლეჯის ადმინისტრაციის გულწრფელი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ — ისინი დაუღალავად და უანგაროდ მუშაობდნენ იმისათვის, რომ თითოეული სტუდენტის განვითარებაში ხელი შეეწყოთ.

კოლეჯში გატარებული ორი წელი ჩემთვის იყო ნაყოფიერი და შედეგიანი.
2025 წლის ივლისში დავასრულე კოლეჯ „კავკასიონის“ ფარმაციის პროფესიული პროგრამა და მომენიჭა უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ფარმაციაში.

მინდა უდიდესი პატივისცემა და მადლიერება დავუდასტურო კოლეჯის დირექციასა და პროფესიულ მასწავლებლებს.
გმადლობთ — თქვენ დამეხმარეთ მიზნის მიღწევაში და თქვენი მეშვეობით ჩანაფიქრი რეალობად ვაქციე.