ლოგო პატარა ზომის
Loading ...

საზოგადოებრივი კოლეჯი კავკასიონი

მაია ძანძავა – სკოლამდელი აღზრდის პროგრამის 100-24 ჯგუფის კურსდამთავრებული, ყოფილი სტუდენტი

საზოგადოებრივ კოლეჯში სწავლა ჩემთვის ახალი ცხოვრების ეტაპი იყო.
ლექციების დროს ყოველთვის მომწონდა, რომ თეორიული მასალა რეალურ პრაქტიკასთან იყო დაკავშირებული.
პროფესიული მასწავლებლების პოზიტიური და ჰუმანური დამოკიდებულება კიდევ უფრო მიმადვილებდა სწავლის პროცესში ჩართულობას.

განსაკუთრებით მახსოვს, როგორ ცდილობდნენ, თითოეული სტუდენტი აქტიურად ჩაერთოთ პროცესში.
პრეზენტაციების მომზადება და სემინარებში ჩართვა თავდაპირველად რთულად მეჩვენებოდა, რადგან არასდროს მქონდა საჯაროდ საუბრის გამოცდილება.
თუმცა დროთა განმავლობაში გავიაზრე, რომ ეს არა მხოლოდ ჩემი ცოდნის გადმოცემის, არამედ საკუთარი თავის წარმოჩენის შანსიც იყო.

გუნდურად მუშაობა და პრეზენტაციების წარდგენა ჩემი თავდაჯერებულობის გაზრდაში ძალიან დამეხმარა.
რაც შეეხება პრაქტიკას — ყველაზე ღირებული გამოცდილება სწორედ იქ მივიღე.
პატარებთან ერთად მეც ვთამაშობდი, ვიკვლევდი და აღმოვაჩენდი სიახლეებს.
პირველად ვიგრძენი, როგორია პროფესიულ გარემოში ყოფნა და ბავშვებთან უშუალო ურთიერთობა.
პრაქტიკაზე ყოფნამ გამიმყარა პროფესიული არჩევანი და მეტი მოტივაციაც შემძინა.