მოგესალმებით
მე ვარ გიორგი ფორჩხიძე, კოლეჯი კავკასიონის ფარმაციის უმაღლესი პროფესიული პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი, პროფესიით ვარ ბიოლოგი და რადგანაც ბიოლოგი არის მედიცინის ფუნდამენტი, გადავწყვიტე მესწავლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეტად მნიშვნელოვან მიმართულებაზე ფარმაციაზე, 2023 წელს ჩავირიცხე კოლეჯში და სწავლის დაწყებისთანავე მივხვდი რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.
კოლეჯში დამხვდა მაღალკვალიფიციური პედაგოგები რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებიან თაობათა განვითარებას და აღზრდას მე ვთვლი რომ კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სწავლების მეთოდები სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. პროფესიული მასწავლებლები სრულფასოვნად გვაწვდიან ლექციებზე სხვადასხვა გეგმით გათვლილ პროგრამულ საკითხებს თეორიული მასალის გავლის შემდეგ პრაქტიკულ ნაწილს გავდივართ კოლეჯში არსებულ სასწავლო ლაბორატორიაში, ლაბორატორია აღჭურვილი არის თანამედროვე ინვენტარით და ყველა საჭირო რეაქტივით, გარდა ლაბორატორიული მეცადინეობებისა საწარმოო პრაქტიკას გავდივართ ქვეყნის წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებში რაც მე პირადად მეხმარება პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. გარდა იმისა, რომ კოლეჯში ვეუფლები პროფესიას ადამიანური ურთიერთობების თვალსაზრისითაც კოლეჯი კავკასიონი ჩემთვის არის გამორჩეული. მინდა მადლობა გადავუხადო კოლეჯის ადმინისტრაციას და ფარმაციის პროფესიული პროგრამის ყველა მოდულის განმახორციელებელ მასწავლებელს კეთილგანწყობისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისათვის და პოზიტივისათვის რაც თითოეული მათგანისაგან მოდის, მათი მეშვეობით პირადად მე მექმნება მყარი ფუნდამენტი ჩემს მიერ შერჩეულ პროფესიაში და სწორედ ამიტომ მწამს და მჯერა შევიქმნი წარმატებულ კარიერას სწავლის დასრულების შემდგომ… კიდევ ერთხელ მადლობა მასწავლებლებს და უდიდესი პატივისცემა ჩემგან
ავტორი: გიორგი ფორჩხიძე