ლოგო პატარა ზომის
Loading ...

საზოგადოებრივი კოლეჯი კავკასიონი

 

          გამარჯობა, მეგობრებო! დღეს მინდა გაგიზიაროთ ჩემი გზა სტუდენტობიდან სასწავლო ნაწილამდე. ეს ისტორია სავსეა გამოწვევებით, წარმატებებით და გამოცდილებებით, რომლებიც დამეხმარა ჩემს კარიერაში განვითარებაში.

           სტუდენტობის პირველი ნაბიჯები კოლეჯ კავკასიონში 2012 წელს დაიწყო. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. როდესაც გადავწყვიტე ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი დამეწყო და ჩამებარებინა საფინანსო სერვისების განხრით კოლეჯში. კოლეჯში შესვლის დღესვე ვიგრძენი ახალი დამოკიდებულება და გარემო, რაც სხვაგან ნაკლებად შემხვედრია. ეს იყო ერთიანად შეკრული გუნდი, რომელიც პირველივე წუთიდან ბოლომდე გვერდით გვედგა და მაქსიმალურად ცდილობდნენ თითოეულ საკითხში დაგვხმარებოდნენ. ეს იყო დრო, როდესაც გავიაზრე, რომ ცოდნის მიღება არის არა მხოლოდ აუცილებლობა, არამედ დიდი სიამოვნება. რაშიც კიდევ უფრო დამეხმარა სხვადასხვა ინტელექტუალური, სპორტული და გასართობი აქტივობები, რაც კოლეჯში ტარდებოდა.

          ლექციები საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. ჩვენ ყოველდღიურად ვსწავლობდით ახალ და საინტერესო მოდულებს. რაც მთავარია, პროფესიონალი ლექტორების დახმარებით გვასწავლიდნენ თემებს, რომლებიც ადრე არასოდეს გვსმენია და მაქსიმალურ პროფესიულ ცოდნას გვაძლევდა. თითოეული ლექცია იყო ახალი სამყარო, სადაც ვსწავლობდით არა მხოლოდ თეორიას, არამედ პრაქტიკულ უნარებსაც. მალევე, კოლეჯი კავკასიონის ეგიდით, სასწავლო პერიოდშივე შევძელი დასაქმება ფინანსურ სექტორში, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა ჩემი სურვილი და მონდომება პროფესიის მიმართ.

         სწავლისა და სოციალური აქტივობების დაბალანსება ყოველთვის მარტივი არ იყო. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო დროის სწორი მართვა და მენეჯმენტი. მაგრამ კოლეჯის ხელშეწყობით და ჰიბრიდული სწავლებით ძალიან გამიმარტივდა ამ ყველაფრის პროდუქტიულად შეთავსება.

         კოლეჯის დასრულების შემდეგ განვაგრძე მუშაობა ფინანსურ სექტორში და ყოველდღიურად ვხვდებოდი, რომ ის პრაქტიკული და თეორიული ცოდნა, რაც გამოვიარე კოლეჯში, ძალიან მიმარტივებდა ჩემს საქმიანობას და უფრო მეტ განვითარებას ვიღებდი.

          ძალიან მალევე კოლეჯიდან შემომთავაზეს სასწავლო ნაწილში დასაქმება, რასაც დიდ სიხარულით დავთანხმდი. ვხვდებოდი, რომ ეს ნიშნავდა უდიდეს გამოწვევას და პასუხისმგებლობას, მაგრამ სტუდენტობიდან კარგად ვიცოდი, თუ რა გარემო დამხვდებოდა კოლეჯში. ის აურა და დამოკიდებულება, რაც კოლეჯ კავკასიონის ადმინისტრაციაშია, ძალიან გასაოცარია. მთელი გუნდი ერთ მთლიანობაში მუშაობს. ერთმანეთის გვერდში დგომა, თითოეულის პროფესიონალიზმი და პლიუს ამას ოჯახური გარემო ძალიან კომფორტულ და სასიამოვნო არეალს ქმნის.

              ჩემი ახალი ეტაპი სასწავლო ნაწილში დაიწყო, რათქმაუნდა, სტაჟირებებით. ყველანი ჩართულები იყვნენ, რომ რაც შეიძლება ღრმად და პროდუქტიულად შემესწავლა ეს საქმე, რაც დღემდე გრძელდება და ყოველდღიურად რაღაც ახალს ვიღებთ ერთმანეთისგან საერთო განვითარების მიზნით. აქ გულითადი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს ჩვენს კოლეჯში, რადგანაც თითოეულ მათგანს უდიდესი და შეუცვლელი წვლილი აქვს კოლეჯის დღევანდელობაში და განვითარებაში.

             დღეს უკვე სასწავლო ნაწილის თანამშრომელი ვარ, სადაც ყოველდღიურად ვხვდები და ვეხმარები სტუდენტებს, რომ მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. ჩემი გამოცდილება სტუდენტობიდან სასწავლო ნაწილამდე მეხმარება უკეთ გავუგო მათ საჭიროებებს და მიზნებს. ვგრძნობ, რომ ეს არის ჩემი საქმე და დიდი სიამოვნებით ვმუშაობ იმაზე, რომ სტუდენტებმა მიიღონ საუკეთესო განათლება და გამოცდილება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა იგრძნონ, რომ მათ აქვთ მხარდაჭერა და შეუძლიათ მიაღწიონ თავიანთ მიზნებს. ყოველდღიურად ვცდილობ, რომ ვიყო მათთვის საჭირო და დავეხმარო ნებისმიერი გამოწვევის გადალახვაში.

           დღეს ჩვენი სამუშაო დღე მოიცავს ბევრ შეხვედრებს და კონსულტაციებს. ვესაუბრები სტუდენტებს, ვისმენ მათ პრობლემებს და ვეძებ გზებს, რომ მათ დავეხმარო. გარდა ამისა, ვმუშაობ სასწავლო გეგმებზე და ვმონაწილეობთ სხვადასხვა პროექტებში, რომლებიც მიზნად ისახავს სწავლის პროცესის გაუმჯობესებას.სწავლების პროცესში, ჩვენ ვცდილობთ, რომ სტუდენტებმა მიიღონ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული უნარებიც. ვმუშაობთ სხვადასხვა ინოვაციურ მეთოდებზე, რომლებიც დაეხმარება სტუდენტებს უკეთ გაიგონ და გამოიყენონ მიღებული ცოდნა. ასევე, ვცდილობთ, რომ სტუდენტებმა იგრძნონ, რომ ისინი არიან ჩვენი გუნდის ნაწილი და რომ მათი აზრი და იდეები მნიშვნელოვანია.

დასკვნა: წარმატების საიდუმლო – შრომა და მტკიცე ნება. ჩემს ისტორიას აქვს ერთი მთავარი წერტილი: წარმატების მისაღწევად საჭიროა შრომა, მტკიცე ნება და მუდმივი განვითარება. ეს არის გზა, რომელიც მეხმარება არა მხოლოდ პროფესიულ, არამედ პიროვნულ განვითარებაში. ვგრძნობ, რომ ჩემი საქმიანობა არის მნიშვნელოვანი და რომ მე ვეხმარები სტუდენტებს მიაღწიონ თავიანთ მიზნებს და ოცნებებს.

ჯ. ბაბუნაშვილი