IT კომპანია „ტექნეტი“ საქართველოში საქმიანობას ეწევა 2014 წლიდან. კომპანია არის ისეთი წამყვანი ბრენდების ავტორიზებული პარტნიორი როგორებიცაა: HPE, Dell, Cisco, Hikvision და ა.შ.
„ტექნეტი“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის სამუშაო სივრცის ტექნიკურად გამართვა;
- მომხმარებლის სამუშაო სივრცის პროგრამულად გამართვა საჭირო პროგრამებით;
- სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია/მონტაჟი;
- სხვადასხვა პროგრამული პაკეტების ინსტალაცია, შესაბამისი პოლიტიკის დაცვით;
- ინციდენტებზე დროული და ეფექტური რეაგირება;
- კონსულტაცია სატელეფონო და დისტანციური წვდომის პროგრამების საშუალებით;
- კომპიუტერზე წარმოქმნილი პრობლემების გამოკვლევა და რეაგირება;
- დაზიანებული ოპერაციული სისტემების აღდგენა/ახალი ოპერაციული სისტემების ინსტალაცია;
- მომხმარებლების აქტივ დირექტორიაში გაწევრიანება.
პროფესიული უნარები:
- კომპიუტერების ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საბაზისო ცოდნა;
- ოპერაციული სისტემების ინსტალაცია და გამართვა;
- პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია.
პიროვნული უნარები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- სხარტი აზროვნება;
- მუდმივი მზაობა დახმარებისთვის;
- მართვის მოწმობის ქონა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: 1250 – 1500 ლარი
დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@technet.ge
შემოუერთდი ჩვენს მეგობრულ გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ თანამშრომლებს.
გისურვებთ წარმატებას!