IT კომპანია „ტექნეტი“ საქართველოში საქმიანობას ეწევა 2014 წლიდან. კომპანია არის ისეთი წამყვანი ბრენდების ავტორიზებული პარტნიორი როგორებიცაა: HPE, Dell, Cisco, Hikvision და ა.შ.

 „ტექნეტი“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლის სამუშაო სივრცის ტექნიკურად გამართვა;
  • მომხმარებლის სამუშაო სივრცის პროგრამულად გამართვა საჭირო პროგრამებით;
  • სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია/მონტაჟი;
  • სხვადასხვა პროგრამული პაკეტების ინსტალაცია, შესაბამისი პოლიტიკის დაცვით;
  • ინციდენტებზე დროული და ეფექტური რეაგირება;
  • კონსულტაცია სატელეფონო და დისტანციური წვდომის პროგრამების საშუალებით;
  • კომპიუტერზე წარმოქმნილი პრობლემების გამოკვლევა და რეაგირება;
  • დაზიანებული ოპერაციული სისტემების აღდგენა/ახალი ოპერაციული სისტემების ინსტალაცია;
  • მომხმარებლების აქტივ დირექტორიაში გაწევრიანება.
პროფესიული უნარები:

  • კომპიუტერების ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საბაზისო ცოდნა;
  • ოპერაციული სისტემების ინსტალაცია და გამართვა;
  • პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია.

პიროვნული უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სხარტი აზროვნება;
  • მუდმივი მზაობა დახმარებისთვის;
  • მართვის მოწმობის ქონა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: 1250 – 1500 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@technet.ge

შემოუერთდი ჩვენს მეგობრულ გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ თანამშრომლებს.
გისურვებთ წარმატებას!