18 იანვარი, 2026
თოვლი
დღეს თოვლია აღაიანში. ულამაზესად თოვს. დედასთან და მეზობელთან ერთად გარეთ გავედი და ძალიან გავერთე. თოვლის ფიფქები ლამაზად ცვივა, ხეები გადათეთრებულია. სიტყვებით ვერ ავღწერ ამ გრძნობას — საოცარია.
21 წლის ვარ და ბავშვივით მიხარია თოვლი. ჩემში ოცნებების ასრულების იმედს იწვევს. თითქოს თოვლში ცივა, მაგრამ თბებიან ის ადამიანები, ვინც გიყვარს. მიყვარს, როცა ფიფქები ხელებზე მადნება, თმა თოვლით მევსება და ბავშვობაში ვბრუნდები — რაც არ უნდა გავიზარდო.
თოვლი
ანი ელყანიშვილი

