ლოგო პატარა ზომის
Loading ...

საზოგადოებრივი კოლეჯი კავკასიონი

რა არის ჩვენი ცხოვრება? ერთი წამითაც რომ დაფიქრდეს ადამიანი, ალბათ ძალიან ღრმა, უსასრულო მორევში აღმოჩნდება. ილუზიებით მოცული სამყარო ტრიალებს ჩვენს ირგვლივ, ბევრი ამოუცნობი ელემენტით. ოთახში შემოჭრილი მზის სხივი „მეიმედება”, ავდგები და გავყვები ხოლმე უსასრულობაში, რადგანაც ეს სხივები „მეთანაგრძნობება”, მისი სითბო კი ორგანიზმის ადამიანურ ყოველ უჯრედს წვდება და თავისი პარადოქსული შეგრძნებებით სასიამოვნო ეიფორია შეაქვს ხასიათში. ამ დროს იღვიძებს საუკეთესო მოგონებები, რომელიც ასევე მშვიდი და პოზიტიური მომავლის წინდარია. ადამიანი, როდესაც იპოვი იმ ნათელ წერტილს, რომლისთვისაც ღირს ცხოვრება, უნდა აედევნო და ნაბიჯ-ნაბიჯ, აუჩქარებლად უნდა გაჰყვე უკან, რომ შეიგრძნო ბედნიერება, სამყაროს გაუღიმო და ცხოვრების არსი შეიგრძნო.

როდესაც დავდგები ოცნებებშეკრულ, ბინდიან გზაზე, გამახსენდება ხოლმე, რომ: „ასეთია ცხოვრება, ამაო და წარმავალი, მხოლოდ სიცოცხლემ იცის ტკივილები, სიკვდილმა ტკივილი არ იცის, სიკვდილი დაძინებასა ჰგავს” და ზუსტად ასეა, თუ ზამთრის ცივი და სუსხიანი დღეები არ გადაიტანე, თუ გონებაში შემოღწეული ფერები არ „გაგიუფერულდნენ” და შენი გრძნობები წვიმას არ გამოუმზეურე, ისე გაზაფხული არ მოვა, არც მზე გამონათებს და ვერც ჩვენი სული ჰპოვებს სიმშვიდეს.

ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ დედამიწას წრფელი ღიმილი, კეთილი ადამიანები და ძალიან დიდი სიყვარული ატრიალებს, ისე არ გამოვა. უნდა დავაფასოთ ყოველი დღე, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში იმედის სახით გვეძლევა და სწორედაც ეს არის ადამიანის ყოფნის არსი, ახალგაზრდობის ცისფერი ჰორიზონტები და სიცოცხლის ოქროს ჰარმონია. ბედნიერება იწყება წვრილმანებში, მთავარია ჩვენ მისი პოვნა შევძლოთ

ავტორი: მანანა ბარბაქაძე ჯგუფი 100-24