რატომ უნდა აირჩიო კოლეჯი „კავკასიონი“?
იმიტომ რომ ის გაძლევს უნიკალურ შანსს საკუთარი თავის რეალიზაციისთვის.
კოლეჯი გეხმარება, რომ განვითარდე როგორც პროფესიულად, ისე გონებრივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეუდგე საქმიანობას შენ მიერ არჩეული პროფესიით.
ამ პროცესში უდიდეს როლს ასრულებენ კოლეჯის ლექტორები — არაჩვეულებრივად შრომისმოყვარე, გულწრფელი და მაღალკვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც დაუზარებლად ზრუნავენ სტუდენტების განვითარებაზე და მუდამ მზად არიან, საკუთარი ცოდნა სრული შემართებით გაგიზიარონ.
მათი ლექციებზე დასწრება არა მხოლოდ სწავლის პროცესი, არამედ დიდი სიამოვნებაა — გამოცდილება, რომელიც გაძლევს მოტივაციას, იარო წარმატებისკენ.
სტუდენტების წარმატებაში სრულად არის ჩართული კოლეჯის ადმინისტრაცია.
სწავლების პროცესი მორგებულია სტუდენტთა საჭიროებებზე ისე, რომ არ შეექმნათ დაბრკოლება ნებისმიერ საკითხში.
კოლეჯი „კავკასიონი“ ის ადგილია, სადაც ატარებ დაუვიწყარ, შთაბეჭდილებებითა და განვითარებით სავსე სტუდენტურ წლებს. კოლეჯში შესვლისთანავე იგრძნობთ სიმყუდროვესა და თბილ გარემოს, თითქოს საკუთარ ოჯახში იყოთ.
სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ყველას უნდა გამოიყენოს ეს შესანიშნავი შანსი — მიიღოს პროფესიული განათლება და მიაღწიოს უდიდეს წარმატებას საკუთარ სფეროში.
დარწმუნებით ვამბობ: კოლეჯი „კავკასიონი“ არის არაჩვეულებრივი არჩევანი წარმატების მისაღწევად.
პატივისცემით,
ფარმაციის 300-23 ჯგუფის ყოფილი სტუდენტი: მარიამ ღოღობერიძე