ჩემი ცხოვრების გზაზე

ადამიანი სადაც დაიბადება, იქ უნდა გაიზარდოს და დარჩეს ცხოვრების ბოლომდე, თუმცა უნდა ნახოს მსოფლიო, დაათვალიეროს, გაეცნოს სხვა ხალხების მიღწევებს, მაგრამ შემდეგ კვლავ მის კერას უნდა დაუბრუნდეს – ეს ჩემი შეხედულებაა და ყოველთვის დიდი სურვილიც იყო მუდამ. მაგრამ სამწუხაროდ, ყოველთვის ჩვენი ნების მიხედვით როდი მიედინება ცხოვრების მდინარე. მე ვარ მანანა ქუხილავა, დავიბადე 1975 წელს საქართველოში, აფხაზეთის […]
სამადლობელი წერილი კოლეჯი კავკასიონის ადმინისტრაციას და პროფესიულ მასწავლებლებს

მოგესალმებით მე ვარ გიორგი ფორჩხიძე, კოლეჯი კავკასიონის ფარმაციის უმაღლესი პროფესიული პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი, პროფესიით ვარ ბიოლოგი და რადგანაც ბიოლოგი არის მედიცინის ფუნდამენტი, გადავწყვიტე მესწავლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეტად მნიშვნელოვან მიმართულებაზე ფარმაციაზე, 2023 წელს ჩავირიცხე კოლეჯში და სწავლის დაწყებისთანავე მივხვდი რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. კოლეჯში დამხვდა მაღალკვალიფიციური პედაგოგები რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებიან თაობათა განვითარებას და აღზრდას […]
რძისფერი პუანტები

ოქტომბერიც ძალიან სწრაფად გავიდა, სითბო სიცივემ ჩაანაცვლა. კარგად მახსოვს ზუსტად ასეთი სუსხიანი ამინდი იყო ერთი წლის წინ ამ დროს. 19 ოქტომბერი ლამაზი, ყვითელი დღე, რომელიც ყვითლად ნამდვილად არ დასრულებულა. ერთი სიტყვით ჩემი და ბუნების აღწერამ თავი რომ არ შეგაწყინოთ მოკლედ მოგიყვებით ჩემს პატარა ამბავს. ჩემი ცხოვრება ბალეტია, მე ცეკვით ვცხოვრიბ, სცენა ჩემი სახლია. ადგილი, […]
პროფესიული განათლების განვითარება
პროფესიული განათლების განვითარება მსოფლიოში, კაცობრიობის სოციალურ-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის თანმდევი და განუყოფელი პროცესის ორგანული ნაწილია. სწორედ ტექნიკურმა რევოლუციამ, რომელიც მე-18 საუკუნის შუა ხანებიდან დაიწყო ინგლისში, ცნობილი საფეიქრო დაზგის გამოგონებით და გაგრძელდა რკინიგზის შექმნით, მისცა ბიძგი როგორც საკუთრივ ინგლისში ისე მთელს ევროპაში, პროფესიული განათლების აღმავლობის დაწყებას. სახელმწიფოთა ეკონომიკების მთელი რიგი დარგების წარმოშობამ განაპირობა მოცემულობა როცა […]
სტუდენტობიდან სასწავლო ნაწილამდე
გამარჯობა, მეგობრებო! დღეს მინდა გაგიზიაროთ ჩემი გზა სტუდენტობიდან სასწავლო ნაწილამდე. ეს ისტორია სავსეა გამოწვევებით, წარმატებებით და გამოცდილებებით, რომლებიც დამეხმარა ჩემს კარიერაში განვითარებაში. სტუდენტობის პირველი ნაბიჯები კოლეჯ კავკასიონში 2012 წელს დაიწყო. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. როდესაც გადავწყვიტე ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი დამეწყო და ჩამებარებინა საფინანსო სერვისების განხრით კოლეჯში. კოლეჯში […]
ლექსი დედაზე
მე დედა მქვია, სხვა სახელი არც მინატრია, მე დედა ვარ და სიყვარულის მატარებელი, ფიქრებთან ბრძოლა მილიონჯერ გამიმართია, მე დედა ვარ და ერთგულების მასწავლებელი….!!!! მე დედა ვარ და დაბრკოლება ვეღარ მაშინებს, ფსკერიც ვნახე და ფრენაც ბევრჯერ გამომიცდია, ვერც ტკბილი სიტყვა მომთაფლავს და ვერც დამაძინებს, ბევრი მინახავს, ბევრჯერ ხელიც გამომიწვდია. გადაწურული იმედები ხშირად მიპყრობდა, ვდგებოდი, ისევ ვეცემედი, […]
პოსტი დედაზე
ნატო ბეიტრიშვილი პროფესიული პროგრამა სკოლამდელი აღზრდა ჯგუფი 101-23 დე, ახლა იცი საიდან დავიწყებ?..იმ ჭიშკრიდან,რომელშიც შემოვიდოდი და თვალში რომ არ მომხვდებოდი, ვიკითხავდი-მა, დედა სადაა? დე,ახლა იცი საიდან დავიწყებ?-ყოველთვის რომ გესმოდა ჩემი უსიტყოდ, თვალებᲘთ რომ მაგრძნობინებდი, რომ ვაშავებდი, ან პირიქით-კარგად ვიქცეოდი. დე, ახლა იცი, საიდან დავიწყებ?_ რაღაც რომ მიხაროდა,მწყინდა, მტკიოდა, მუდამ შენი ტკბილი ხმით მანუგეშებდი .დე, ახლა […]
ჩანახატი დედაზე
გამიგონია ვიღაცას უთქვამს _ დედა ამქვეყნიური ღვთისმშობელია, უფლისაგან შვილებისთვის მოვლენილი. დე, დედა, დედიკო…სიტყვაა რომელმაც ასაკი არ იცის, დედა ანგელოზია , რომელსაც ჩვენთან ერთად უხარია და სტკივა, ანგელოზია, რომელსაც ყველაზე მეტად ვუყვარვართ. ამბობენ ხოლმე ,, შვილის თვალებში მზე თუ იცინის დედისთვის მუდამ გაზაფხულიაო”. როცა ფიქრები წაიმიღებს ხოლმე შორეულ წარსულში, ფიქრები მხოლოდ დედაზე მიყვარს, ჩემი ანგელოზია, რომელიც […]
ლექსი დედაზე
დედა ამაყი ვარ, რომ ქვეყნად შენ მყავხარ სახელად მხოლოდ გიწოდებ დედას, შენი ფერება სულ თან დამყვება და რა ტკბილი ხარ, ძვირფასო დედა. ცხრა თვე მატარე მუცლით ნეტარო და გაგაწვალე დედა, შენი ამაგი უდიდესია, ვერ გადაგიხდი დედა. როცა მიჭირს, ხომ მაშინვე ვამბობ: -მიშველე ჩემო დედა! ნეტავი ეხლა ჩემს გვერდით იყო, მოგეხვეოდი დედა. გულში მაშინვე შენ ჩამიკრავდი […]
ტექნიკური დახმარების სპეციალისტი – მარკეტების ქსელი „გვირილა“ ბოლო ვადა 13 მარტი, თბილისი 2024
მარკეტების ქსელი „გვირილა“ ინოვაციური ბრენდია საქართველოს ბაზარზე, რომლის მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჟამად კომპანია არის სწრაფად მზარდი და განვითარებადი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლის კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. შპს „გვირილა რითეილის“ მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დახმარების სპეციალისტი პოზიციაზე ფუნქცია/მოვალეობა შემოსული ტექნიკური პრობლემების მოგვარება/აღმოფხვრაზე ზრუნვა ; […]