ჩემი ბავშვობის ტკბილი მოგონებები
ბავშვობა — ყველაზე ნათელი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში.
ზაფხულობით ბებიას ღუმელში გამომცხვარი ხაჭაპურის სუნი სახლს გარეთაც იგრძნობოდა. ჩვენ, ბავშვები, მეგობრებთან ერთად დილიდან დაღამებამდე დავრბოდით ეზოში — ხან ქვებით კლასობანას ვთამაშობდით, ხან მდინარეში დავდიოდით, ხან ფეხბურთის მოედანზე ავდიოდით.
მეგობრებთან ერთად ყოფნისას თითქოს მთელი სამყარო ჩვენი სათამაშო იყო.
ბაბუა საღამოობით გვიყვებოდა ძველ ამბებს. მის ხმას თითქოს სახლის კედლებიც კი უსმენდნენ.
ამ მოგონებებს დღესაც გულით ვატარებ.
ეს მოგონებები დღემდე მახსენებს, როგორ შეიძლება უბრალო ამბავმაც კი ყველაზე თბილი კვალი დატოვოს ჩვენს გულში.
იმ ზაფხულებს ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვიხსენებ — ისინი არ იკარგებიან, უბრალოდ უხილავ ჩანთაში გვაქვს ჩალაგებული და საჭირო დროს — სითბოსავით — გამოგყვებიან ცხოვრებაში.
ავტორი: საბუღალტრო აღრიცხვის 600-24 ჯგუფის სტუდენტი გიორგი მესხია