ლოგო პატარა ზომის
Loading ...

საზოგადოებრივი კოლეჯი კავკასიონი

მე 7 წლის ვიყავი, როცა მამა დამეღუპა. მომიკლეს — არ ვიცი, ამაზე საშინელება რა უნდა დაგემართოს ადამიანს. ის იყო ყველაზე კარგი მამა და ყველაზე კარგი კაცი მთელ მსოფლიოში. მამას ძალიან ვაფასებდი და მას პირობა მივეცი, რომ ისეთი ვიქნებოდი, როგორიც მას უნდოდა. დედაჩემმაც მისცა პირობა — ყოველი ნაბიჯი, რომელსაც ვდგამ, მამასთვისაა.

ასე მგონია, მამა მიყურებს და ჩემით ამაყობს. დედა სულ მეხმარება; მას თავისი პირობა არასდროს დავიწყებია. მან მართლა ისეთი გამზარდა, როგორიც მამას სურდა.

გავიდა წლები. სკოლა დავამთავრე და ვიპოვე კოლეჯი „კავკასიონი“, რომელიც ჩემი სახლი გახდა. ვიპოვე არაჩვეულებრივი მეგობრები და კოლეგები, რომლებიც ყოველთვის მხარში მიდგანან. ამ კოლეჯში სითბოსა და ყურადღებას ვგრძნობ — აქ იციან შრომის დაფასება.

ორწლიან პროგრამაზე, სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით ვისწავლე. როცა ორი წელი გავიდა და დიპლომი ავიღე, დღემდე მახსოვს დედაჩემის ემოციები — სიხარულის ცრემლები, როცა გაიგო, რომ სადიპლომო ნამუშევარი ჩავაბარე. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

ჩემი ოცნება ავისრულე. ეს იყო დიდი გამოწვევა და ახალი ცხოვრების დასაწყისი. კოლეგები შემომეხვივნენ, და მიხარია, რომ ყველას იმედები გავუმართლე. მადლობა მათ მხარში დგომისთვის — ეს ძალას მაძლევდა. მადლობა ჩემს დასაც, რომელსაც ყოველთვის სჯეროდა ჩემი.

მადლობა კოლეჯს ამ გრძნობისთვის.
კავკასიონი — ეს კოლეჯი ჩემი სახლია.