ჩვენი სტუდენტის თეონა ტკვაცირიას ლექსები

გალაკტიონი

ზაფხულს მაჩუქე ყვავილი
გაშლილი, დიდი პიონი,
თურმე იმ მერის ეტრფოდა
პოეტი გალაკტიონი.

უძღვნიდა სულით ლექსებსა
ავსებდა სიტყვით ფურცლებსა,
მერე დაწერილს ღიმილით
სითბოს მოჰგვრიდა მის სულსა.

შეუქმნა დიდი კრებული –
სიყვარულს, ამ დიდ გრძნობასა,
თხზავდა წყვდიადზე ჭრაქით და
ბრძნულ ლექსებს ასეთ ყოფასა.

გავიდა წლები, თვეები,
აღარ იშლება პიონი,
იმ ქვეყნად უკვე წავიდა
ეს დიდი გალაკტიონი.

 

ფიფქი

თოვლის ფიფქები სულ მალე მოვა,
დაეფინება ამ დედამიწას,
გადაათეთრებს მის ყოველ კუთხეს
და დააძინებს დედა-ბუნებას.

მას ტკბილად ძინავს, როცა ფიფქები
დაეფარება ზემოდან მიწას,
ჩააცმევს თეთრ ქურქს ამ პერიოდში
დახატავს, როგორც ნაზ საოცრებას.

მიწა თავისთვის ფიქრობს წარსულზე:-
თუ რა გადახდა მას წლების უკან,
ხან გაიცინებს, ხან ცრემლი მოდის,
შემდეგ სიცოცხლეს აგრძელებს უმალ.

რადგან სიცოცხლე – ისევ გრძელდება,
როდესაც ჩნდება პატარა ქვეყნად,
ასე იყო! არის! იქნება!
დასაბამიდან ღვთის მიერ თქმულთა.

შემოდგომა

შემოდგომაა… ყვითელი ფოთლები
ცვივიან ხიდან მთელი არსებით,
არადა მათი სულის ნაღველი
იგრძნობა ქვეყნად სევდის ხატებით.

როდესაც ქარი სწრაფად მოგლიჯავს
და გაიტაცებს ლამას მშვენებას,
მერე კი უკვე აღარ იცოცხლებს
და მიეცემა სრულ დავიწყებას.

მანამ, როდესაც კვირტი სკდებოდა
სიყრმით ტკბებოდა მთელი ქვეყანა,
ალამაზებდა მთელ არემარეს
და სიყვარულის გრძნობით ყვაოდა.

მათაც გააჩნდათ უკვდავი გრძნობა,
უნდოდათ – მუდამ ტკბილი ცხოვრება,
მაგრამ ხანმოკლე აღმოჩნდა მათთვის
ქვეყნად სიცოცხლეც და მათი გრძნობაც.

ეხლა კი ცვივა ხიდან ფოთლები,
სევდის ფიქრებით გამომხატველი,
წაიღეს მხოლოდ ხის სიხარული
ჩვენთან დატოვეს ეს სიყვარული.

***

ჩავფიქრდი უცებ…
წვიმიან ღამეს…
მინდოდა ეგრძნო –
სითბო ჩემს ბაგეს…
შევხედე თრთოლვით…
შენს ლამაზ სახეს,
და გავიფიქრე –
დაგიგებ მახეს…
აქამდე ვცდილობ,
რომ ვიგრძნო სითბო…
მაგრამ რატომღაც –
არ დადგა ის დრო…
იმედი მრჩება..
ჩემი მომავლის..
ვიცი მიხვდები
და წინ დამხვდები…
და გამიღიმებ…
შენ დახრი თვალებს…
მე კი უეცრად
გაგიღებ კარებს…
გული დაიწყებს
ჩქარ ტემპში ფეთქვას..
სულ დაიბნევა,
რაც უნა ეთქვა…
მაგრამ თვალებით…
მე გეტყვი სათქმელს…
ყოველ ხატის წინ
დაგინთებ სანთელს!..
ამ დროს შევხედავ ..
შენს ლამაზ ბაგეს..
ნათელი მზერით
მე მიგებ მახეს…
მოვიხიბლები ყოველ წუთს შენით,
წარმომიდგება სპეტაკი სახე,
გირჩევ, ჩემს გულში შენ ჩაიხედო!…
სიყვარულს აფრქვევს! არ გინდა? ნახე!!!…

 

შატილი

დაე, სულ იყოს შატილში კოშკი,
მზის სხივს ეტრფოდნენ სადაც კი დგანან,
საქართველოში ყველა მხრიდან ხომ,
ჩვენი ტაძრები მკაფიოდ ჩანან.

 

ავტორი: თეონა ტკვაცირია