ლოგო პატარა ზომის
Loading ...

საზოგადოებრივი კოლეჯი კავკასიონი

მე დედა მქვია, სხვა სახელი არც მინატრია,
მე დედა ვარ და სიყვარულის მატარებელი,
ფიქრებთან ბრძოლა მილიონჯერ გამიმართია,
მე დედა ვარ და ერთგულების მასწავლებელი….!!!!

მე დედა ვარ და დაბრკოლება ვეღარ მაშინებს,
ფსკერიც ვნახე და ფრენაც ბევრჯერ გამომიცდია,
ვერც ტკბილი სიტყვა მომთაფლავს და ვერც დამაძინებს,
ბევრი მინახავს, ბევრჯერ ხელიც გამომიწვდია.

გადაწურული იმედები ხშირად მიპყრობდა,
ვდგებოდი, ისევ ვეცემედი, სული ტიროდა,
ტანჯვით ნაშოვი ქარს კი არა, ნიავს მიჰქონდა,
დედა მჭირდები! – ხმა მესმოდა სანაპიროდან.

ათას ჭირ-ვარამ გამოვლილი ფოლადად ვიქეც,
ახლა რთულია მეშინოდეს თუნდაც ქარიშხლის,
მე დედა მქვია და ცხოვრების სიმძიმეს ვიწევ,
შვილებს ვჭირდები და წინ წასვლას ვერავინ დამიშლის.

მე დედა მქვია, სხვა სახელი არც მინატრია,
მე დედა ვარ და სიყვარულის მატარებელი,
შვილებზე დიდი სიხარული არ მინახია,
ჩემთვის ღმერთია სწორი გზების მასწავლებელი.♥️

 

ნუგეშა სახვაძე