ლოგო პატარა ზომის
Loading ...

საზოგადოებრივი კოლეჯი კავკასიონი

დედა

ამაყი ვარ, რომ ქვეყნად შენ მყავხარ
სახელად მხოლოდ გიწოდებ დედას,
შენი ფერება სულ თან დამყვება
და რა ტკბილი ხარ, ძვირფასო დედა.

ცხრა თვე მატარე მუცლით ნეტარო
და გაგაწვალე დედა,
შენი ამაგი უდიდესია,
ვერ გადაგიხდი დედა.

როცა მიჭირს, ხომ მაშინვე ვამბობ:
-მიშველე ჩემო დედა!
ნეტავი ეხლა ჩემს გვერდით იყო,
მოგეხვეოდი დედა.

გულში მაშინვე შენ ჩამიკრავდი
და გამათბობდი დედა,
სიყვარულით ხომ მუდამ მეძახი:
-სადა ხარ შვილო, დედა?

დილით და ღამით სულ მიყურებდი,
შუბლს მიკოცნიდი დედა,
ასე გაგრძელეს ეს საუკუნე,
ტკბილად, რომ ვიყოთ დედა.

შენი მკაცრი ხმა ისევე მათბობს,
როგორც ყოველვის დედა,
წლებიც, რომ გავა სულ მეყვარები,
ჩემო უტკბესო დედა.

მე შენს ჭაღარას მოვეფები,
სახეს დაგიკოცნი დედა,
ჩაგეხუტები მუდამ მაგ გულში,
მიყვარხარ, ჩემო დედა!…

 

 

დედას

 

მინდა გისურვო უღრუბლო ზეცა,

არ მოიწყინო დედი,

მინდა, რომ დარდმა არ შეგაწუხოს

სულ იღიმოდე დედი…

 

ბედნიერი ვარ ასეთი რომ ხარ

და დაიბადე დედი..

იბედნიერე ყოველი წუთით

და გაგვახარე დედი..

 

მინდა დაგლოცოს მაღალმა ღმერთმა

და გადღეგრძელოს დედი,

დაგლოცავ ჩემო ტკბილო დედიკო,

დიდხანს გვსურს გვყავდე დედი..

 

ავტორი: თეონა ტკვაცირია