ნატო ბეიტრიშვილი
პროფესიული პროგრამა სკოლამდელი აღზრდა
ჯგუფი 101-23

დე, ახლა იცი საიდან დავიწყებ?..იმ ჭიშკრიდან,რომელშიც შემოვიდოდი და თვალში რომ არ მომხვდებოდი, ვიკითხავდი-მა, დედა სადაა? დე,ახლა იცი საიდან დავიწყებ?-ყოველთვის რომ გესმოდა ჩემი უსიტყოდ, თვალებᲘთ რომ მაგრძნობინებდი, რომ ვაშავებდი, ან პირიქით-კარგად ვიქცეოდი. დე, ახლა იცი, საიდან დავიწყებ?_ რაღაც რომ მიხაროდა,მწყინდა, მტკიოდა, მუდამ შენი ტკბილი ხმით მანუგეშებდი .დე, ახლა იცი საიდან დავიწყებ?_,,ოთარაან ქვრივივით,, რკინის ქალამნები რომ ჩაიცვი და უმამოდ დარჩენილ გოგოს ის გაუკეთე, რაც ბევრმა ქმრიანმა ქალმა ვერ შეძლო!…დე, ახლა იცი, რა მინდა?!_უბრალოდ ჩახუტება და ერთი სიტყვის თქმა_მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ! დე, შენ ადამიანი არ ხარ, შენ ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ ამ უსამართლობით გაჯერებულ ქვეყანაში, მაგრამ შენი ლოცვა მუდამ თან მდევს და ვხვდები, რომ რაოდენ გასაჭირშიც არ უნდა ვიყო, შენი ლოცვა მიხსნის, გადამარჩენს და კვლავ ფეხზე დამაყენებს წაქცეულს! ხოდა აქვე ჩნდება კითხვა-დედა ადამიანია თუ ანგელოზი? დიახ, ჩემი დედა ჩემი ანგელოზია!_დაგილოცავთ ყველას დედიკოებს, ულევ ბედნიერებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს და ჩემი სურვილია, მათი თვალები მხოლოდ სიხარულის ცრემლით იყოს გაბრწყინებული!!!
„როს ,,არას,, ნაცვლად ამბობდი _,,ალას”,
როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;
ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ “ნანას”
ვინ გიმღეროდა?!_მშობელი დედა!
ეზოში როცა იტკენდი რამეს ,_ ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!
შენი გულისთვის უძილო ღამეს ვინ ათენებდა?! -მშობელი დედა!
ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე ვის უხარია ყველაზე მეტად?!
ყველაზე უფრო,-თუ კი ივარგებ, ვინ იამაყებს?! _მშობელი დედა! „
არაა საკმარისი ერთი დღე ამ მᲜიშვნელოვანი თარიღისთვის,ყოველი დღე დედისაა,ყოველი დღე გვიყვარდეს,პატივი ვცეთ და რაც მთავარია, გავულამაზოთ ცხოვრება თუნდაც ერთი სიტყვით_მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!