შპს ,,აკო“ აცხადებს ვაკანსიას სავალუტო ჯიხურის მოლარე ოპერატორის თანამდებობაზე
ლოკაცია: თბილისი ალ.ყაზბეგის 17
ანაზღაურება:  დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე
სამუშაო გრაფიკი:  10:00 – 19:00
ძირითადი მოვალეობები:
  • კლიენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
  • ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
  • ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
  • ვალუტის გაცვლითი ოპერაციების წარმოება;
  • დოკუმენტაციის სწორი და დროული წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (კლიენტებთან საკომუნიკაციო დონეზე);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული;
  • კლიენტების თავაზიანად მომსახურების უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე akaki.doghonadze@gmail.com და Subject ველში მიუთითოთ ვაკანსისი დასახელება ( მოლარე ოპერატორი )